დღეს - 04 აგვ
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
ბათუმი
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა ვეტერინარული სოფლის მეურნეობა ფერმერული მეურნეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება: (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა ვეტერინარული
    სოფლის მეურნეობა ფერმერული მეურნეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ინგლისური,რუსული
ჩვენ გახლავართ საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია, რომელიც ბიზნეს სექტორს, ფერმერებსა და კერძო პირებს ერთ სივრცეში სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, კერძოდ 700-მდე სხვადასხვა კვლევას. ლაბორატორია აკრედიტებულია სსიპ „აკრედიტაციის ცენტრი - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს“ მიერ „სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ს მოთხოვნების შესაბამისად.
ლაბორატორიის აკრედიტებულ საქმიანობის სფეროში შედის მეთოდები, რომელიც შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია სურსათი აგრო ვეტერინარია აცხადებს გაყიდვების მენეჯერის პოზიციას;

ვაკანსიის განხილვაში იქნება სტუდენტებიც და შევთავაზებთ მათზე მორგებულ გრაფიკს;

სამუშაო ადგილი: თბილისი/ბათუმი/ქუთაისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული (განიხილება არასრული განაკვეთიც), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია მოვალეობები:
  • პოტენციური დამკვეთის მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
  • კომპანიის პროდუქტის შეთავაზება და გაყიდვა;
  • დამკვეთთა ბაზების სეგმენტაცია, ფორმირება, მართვა და განვითარება;
  • დამკვეთთან კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმართვა;
  • კონტროლი/მონიტორინგი ყველა საჭირო პროცედურაზე, იმისათვის, რომ დამკვეთმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება;
  • არსებულ დამკვეთთან ურთიერთობის განვითარება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად, სასურველი გამოცდილება ჰქონდეს სოფლის მეორნეობის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ;(სავალდებულო არ არის)

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელური;

შერჩევის ეტაპები:
  • რეზიუმეს გადარჩევა
  • ინდივიდუალური გასაუბრება

რას გთავაზობთ კომპანია:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მზარდ ანაზღაურებას;
  • საბონუსე სისტემას;

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე : info@internationallaboratory.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;

გაცნობებთ, რომ "შპს საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები