დღეს - 04 აგვ
სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი სამშენებლო სამშენებლო მასალები
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა სამშენებლო მასალები წარმოება ლითონებისა და ფოლადის წარმოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
    სამშენებლო სამშენებლო მასალები
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    მშენებლობა სამშენებლო მასალები
    წარმოება ლითონებისა და ფოლადის წარმოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ინგლისური,რუსული
კომპანია „მედეგი სთილ“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

თუ გაქვთ სამშენებლო მასალების გაყიდვების გამოცდილება, კარგად ფლობთ მოლაპარაკებების წარმოების უნარს და ორიენტირებული ხართ შედეგზე, გიწვევთ ჩვენს გუნდში.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამშენებლო ობიექტებისა და სამშენებლო მაღაზიების წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება;
  • კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია;
  • პროდუქციის შეთავაზება და პროფესიული კონსულტაციის გაწევა;
  • შეკვეთების გაფორმება და მიწოდების პირობების კოორდინაცია;
  • პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია: კომერციული შეთავაზებების გადაგზავნა, სიახლეების გაცნობა და შემდგომი კომუნიკაციის წარმოება;
  • ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ახალი კლიენტების მოძიება;
  • საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მივლინება ბაზრის კვლევის, ახალი მომხმარებლების მოძიებისა და რეალიზაციის ზრდის მიზნით;
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების (რეპორტების) მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამშენებლო მასალების გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სამშენებლო მასალებისა და ბაზარზე არსებული თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
  • მოლაპარაკებებისა და გაყიდვების წარმოების გამოცდილება;
  • კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება:
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
  • სამშენებლო სექტორში არსებული კონტაქტები და გამოცდილება;

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ანაზღაურებას – ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი რეალიზაციიდან;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

თუ მზად ხართ გახდეთ „მედეგი სთილის“ გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და ჩვენ დაგიკავშირდებით: temodgebuadze8@gmail.com
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
სამშენებლო
სამშენებლო მასალები
ნახვები
უნიკალური ნახვები