დღეს - 04 აგვ
სტანდარტი
არქიტექტორი
თბილისი, დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო არქიტექტურა
  • ინდუსტრია / სფერო: დიზაინი არქიტექტურა და დაგეგმვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 4 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამშენებლო არქიტექტურა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დიზაინი არქიტექტურა და დაგეგმვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი
  • ენები: ინგლისური
არქიტექტურული კომპანია - შპს „არქ ლინკ“ აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელსაც აქვს არქიტექტურული საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება, ორიენტირებულია მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვაზე და გამოირჩევა პასუხისმგებლობითა და მოტივაციით დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში. პოზიცია მოიცავს მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის არქიტექტურულ პროექტში, საქმიანობას დარგის პროფესიონალებთან ერთად და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას.


ჩვენ გთავაზობთ:
  • თანამშრომლობაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას;
  • საოფისე კვებას/ლანჩს.

ძირითადი მოვალეობები:
  • არქიტექტურული კონცეფციისა და ტექნიკური დავალების საფუძველზე პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • არქიტექტურული ესკიზებისა და ვიზუალური კონცეფციების შექმნა;
  • მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
  • არქიტექტურული პროექტის მუშა ნახაზებისა და სრული დოკუმენტაციის შედგენა;
  • კონცეფციის განვითარება და საპროექტო წინადადებების დეტალიზაცია;
  • სანებართვო/ავტორიზაციის დოკუმენტაციის მომზადება (მუნიციპალიტეტში წარსადგენად);
  • პროექტის განხორციელების პროცესში წარმოშობილი საკითხების განხილვა და პრობლემების გადაწყვეტა;
  • საპროექტო პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულობა;
  • სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების (41-ე დადგენილება და სხვა) გათვალისწინებით ნახაზების მომზადება;
  • არქიტექტურული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია დამკვეთთან გადასაცემად;
  • მომიჯნავე დარგებთან (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.) თანამშრომლობის გამოცდილება;
  • არქიტექტურული ნახაზების კორექტირება საჭიროების შესაბამისად;
  • პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;
  • სპეციფიკაციების შედგენა და საპროექტო მოცულობების ამოთვლა;
  • პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • არქიტექტურის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
  • არქიტექტორად მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება არქიტექტორის პოზიციაზე;
  • მრავალბინიან პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • მშენებლობის ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა;
  • AutoCAD, SketchUp და ArchiCAD პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Photoshop-ის ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება);
  • სასურველია რენდერების მოსამზადებლად საჭირო რომელიმე პროგრამის ცოდნა;
  • Microsoft Office (Word, Excel, Outlook) და PDF რედაქტორების საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
  • გუნდურ მუშაობასა და დროის ეფექტიან მართვაზე ორიენტირება.

პიროვნული უნარები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პროექტებზე მუშაობისას სუფთა და მოწესრიგებული სამუშაო პროცესის უზრუნველყოფა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად.
  • ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;
  • კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება;
  • ადაპტაციის უნარი სწრაფად ცვალებად გარემოში;
  • გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი

სამუშაო პირობები:
  • გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 19:00;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
  • პირველ ეტაპზე, გათვალისწინებულია 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა;
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა #106/ბოხუას ქუჩა #4.


დაინტერესების შემთხვევაში,
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: arclinklawyer@gmail.com
სათაურში აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია.

დამატებითი ინფორმაცია:
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით გასაუბრებისთვის;
შერჩევის პროცესი მოიცავს ორ ეტაპს:
  1. რეზიუმეების გადარჩევა;
  2. გასაუბრება.


გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენი განაცხადი შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ შერჩევის პროცესის და შესაძლო თანამშრომლობის მიზნით, არაუმეტეს 1 წლის ვადით.

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
სამშენებლო
არქიტექტურა
ნახვები
უნიკალური ნახვები