დღეს - 05 აგვ
სტანდარტი
ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი / ეტაპი III
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ახალქალაქი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
ბიზნეს სესხის წარმოშობა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 0-დან 1 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
ბიზნეს სესხის წარმოშობა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
- ენები: ინგლისური,რუსული
სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე : ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი (ეტაპი III) - ახალქალაქის ს/ც 1
ადგილმდებარეობა: ახალქალაქი
მოქმედების ვადა: 20/07/2026
დასაქმების ტიპი - მუდმივი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოქმედების ვადა: 20/07/2026
დასაქმების ტიპი - მუდმივი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად
თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.
ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვ
სამუშაოს აღწერა
- შენ, როგორც ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი:
- აღმოაჩენ და მოიზიდავ ახალ მომხმარებლებს
- გაანალიზებ შემოსულ განაცხადებს და შეაფასებ რისკებს
- შეაფასებ მომხმარებლის ფინანსურ მდგომარებას
- დაამუშავებ 300 000 - 1 000 000 ლარამდე სესხებს
- მოამზადებ საკრედიტო ფაილებს და წარადგენ საკრედიტო კომიტეტზე
- მონიტორინგს გაუკეთებ საკრედიტო პორტფელს
კვალიფიკაცია
- სავალდებულოა მინი ან მიკრო სესხებთან მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
- Microsoft Office-ის ცოდნა
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- აუცილებელია ექსპერტის ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
- ფიქრობ, რომ გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნება
- ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი
- გაქვს ფინანსური ანალიზის უნარი და ხარ პასუხისმგებლიანი
- მუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებს
- გაქვს ლოგიკური აზროვნება
- დამარწმუნებელი კომუნიკაცია
- გუნდურად მუშაობის უნარი
- სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
- საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/zF-wn
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
საბანკო
ბიზნეს სესხის წარმოშობა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

