დღეს - 03 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი
- ენები: ქართული
“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: ასოცირებული ბანკირი (მედიუმი) - ბათუმის ფილიალი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად
თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.
ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს
სამუშაოს აღწერა
რას გააკეთებ:
- სმოლ და მედიუმ კლიენტების სრულყოფილი და მაღალი ხარისხით მომსახურების უზრუნველყოფა;
- მომსახურების ხარისხის მაღალი დონის მისაღწევად ბანკისყველა სტრუქტურებთან კოორდინაცია;
- სმოლ და მედიუმ კლიენტების მომსახურებასთან დაკავშირებული სავალდებულო დოკუმენტების სრულყოფილების უზრუნველყოფა;
- კლიენტების მოთხოვნის საფუძველზე მათი თიბისი ჯგუფის საოპერაციო პროდუქტების სრული სპექტრით უზრუნველყოფა;
- უფლებათა მატრიცითა და ინსტრუქციებით განსაზღვრული საოპერაციო დავალებების შესრულება;
- საოპერაციო ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტისმათ შორის მინდობილობის ტექსტის და სხვადასხვა განაცხადების მომზადება, პასუხისმგებელ განყოფილებებთან შეთანხმება და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
- ოპერაციებთან დაკავშირებით კლიენტებთან კომუნიკაცია - პრობლემის გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
- არასტანდარტულ მოთხოვნებზე გადაწყვეტილებების მომზადება და შესაბამისი კომუნიკაცია;
კვალიფიკაცია
- ბანკში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (აუცილებელია იურიდიული პირების მომსახურების კუთხით);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა;
- საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან მათი უპირატესობის სრულყოფილი ცოდნა;
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი მოტივაცია;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ფოკუსირებული;
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/zzkqd
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

