შემდეგი
დღეს - 01 აგვ
რესტორნის სერვის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: sophio.maisuradze@cruise.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
სერვისის მენეჯმენტი, სხვა - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
სერვისის მენეჯმენტი, სხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):დასვენება და მოგზაურობა
რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ინგლისური,რუსული
„კომპლექსი კრუიზი“ მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.
ვაკანსია: რესტორნის სერვის მენეჯერი
კომპანია ეძებს პროფესიონალ და შედეგზე ორიენტირებულ რესტორნის სერვის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას, სტუმრების გამოცდილების გაუმჯობესებას და სერვის პროცესების ეფექტურ მართვას.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა
ანაზღაურება: 2500 ლარი
კვება: უზრუნველყოფილია
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- რესტორნის სერვის პროცესების ორგანიზება და კონტროლი
- სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
- მიმტანებისა და სერვის პერსონალის მართვა, გადამზადება და განვითარება
- მომსახურების სტანდარტების დანერგვა და მათი შესრულების მონიტორინგი
- სტუმრებთან კომუნიკაცია და უკუკავშირის ეფექტურად მართვა
- სერვის პროცესებში ხარვეზების იდენტიფიცირება და გაუმჯობესება
- სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა სერვის გუნდისთვის
- ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა სერვისის ნაწილში
- რესტორნის სერვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- ძლიერი კომუნიკაციისა და სტუმართმოყვარეობის უნარები
- სერვის სტანდარტების და სტუმრის გამოცდილების მართვის ცოდნა
- ლიდერული და ორგანიზაციული უნარები
- პასუხისმგებლობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
- სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სამუშაო სისტემას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: sophio.maisuradze@cruise.ge დასაგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:
კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.
გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ მხოლოდ კანდიდატის შეფასებისა და შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მონაცემები დამუშავდება კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, დარეზერვდეს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სერვისის მენეჯმენტი,
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები