დღეს - 01 აგვ
სტანდარტი
დარბაზის მენეჯერი
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა დარბაზის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: გასართობი გასართობი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1200

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა დარბაზის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    გასართობი გასართობი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
Big Day არის ღონისძიებების ორგანიზების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია საქართველოში, რომელსაც 10 000-ზე მეტი წარმატებული ღონისძიების გამოცდილება აქვს. თუ გიყვართ დინამიკური სამუშაო გარემო, ადამიანებთან ურთიერთობა, გუნდის მართვა და გსურთ კარიერული განვითარება, გიწვევთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს დარბაზის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

სამუშაო გრაფიკი
  • კვირაში 6 სამუშაო დღე
  • კვირაში 1 დასვენების დღე
  • სამუშაო საათები: 16:00 – არაუგვიანეს 23:00 საათისა (ღონისძიებების დასრულების შესაბამისად)

ანაზღაურება: 1 200 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოვალეობები
  • სტუმრების დახვედრა, მათთან ეფექტური კომუნიკაცია და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.
  • გუნდის ყოველდღიური მართვა, კოორდინაცია და სამუშაო პროცესის მონიტორინგი.
  • თანამშრომლების მიერ კომპანიის სტანდარტებისა და შიდა რეგულაციების დაცვის კონტროლი.
  • თანამშრომლებთან პროფესიული სუბორდინაციის უზრუნველყოფა.
  • მარაგების კონტროლი და დროული შევსების ორგანიზება.
  • პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, კონსულტაციის გაწევა, მოლაპარაკებების წარმოება და ჯავშნების მიღება.
  • ღონისძიებების შეუფერხებლად და ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფა.
  • სამუშაო პროცესში წარმოშობილი პრობლემების ოპერატიულად და ეფექტურად გადაჭრა.
  • მომსახურების მაღალი ხარისხისა და კომპანიის რეპუტაციის მუდმივი შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • მენეჯერული და ლიდერული უნარები.
  • გუნდის მართვისა და თანამშრომლების მოტივაციის უნარი.
  • თანამშრომლებისთვის დავალებების სწორად გადანაწილებისა და მკაფიო ინსტრუქციების მიცემის უნარი.
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების მაღალი უნარი.
  • რთულ და დატვირთულ გარემოში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
  • ორგანიზებულობა, დისციპლინა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
  • ივენთების სფეროს მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ
  • სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.
  • კარიერული და პროფესიული განვითარების რეალურ შესაძლებლობას.
  • თანამედროვე, მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
  • შესაძლებლობას, გახდეთ Big Day-ის წარმატებული გუნდის მნიშვნელოვანი წევრი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: bigday.ge@gmail.com
ელფოსტის თემაში მიუთითეთ: „დარბაზის მენეჯერი – ქუთაისი“

თუ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და ლიდერული უნარების მქონე ადამიანი ხართ, რომელსაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ღონისძიებების სფერო, მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს გუნდს შემოუერთდებით..
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
დარბაზის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები