დღეს - 30 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000(+ ბონუსი)
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):წარმოება
საკვების წარმოება - მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
- ენები: ინგლისური,რუსული
ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.
კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge
კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსი ოპერატორი პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - კრწანისი;
ანაზღაურება - 2 000 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00 და შაბათს 09:00-16:00სთ.
სამუშაო მოვალეობები:
- ავტოდამტვირთველის მართვა წესების და ინსტრუქციების მიხედვით, ექსპლუატაციის წესების დაცვა;
- მზა პროდუქციის მიღება და დასაწყობება შესაბამისი წესების დაცვით;
- გასაცემი პროდუქციის დატვირთვა შესაბამისი წესების დაცვით;
- ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
- შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
- სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- მოთხოვნის შესაბამისად ხარისხობრივი გადახრის შემთხვევაში შესაბამისი პროდუქციის ნიმუშების ლაბორატორიისთვის მიწოდება;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საშუალო ან პროფესიული განათლება;
- სასურველია - ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (A1);
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MC. Excel, Word);
- ავტოდამტვირთველის მართვის გამოცდილება;
- სასურველია ავტოდამტვირთველის მართვის სერტიფიკატის ფლობა.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები
