შემდეგი
დღეს - 29 ივლრედაქტირებულია - დღეს
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
პროდუქტის კატეგორიის მენეჯმენტი, გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
პროდუქტის კატეგორიის მენეჯმენტი, გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ინგლისური
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
- საკუთარი ტრანსპორტი:კი
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას თბილისში, კატეგორიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კორპორატიული მიმართულებით შემდეგ სექციებში:
- კერამიკული ფილა
- ლაქ-საღებავი
- ელექტროობა
- ხელსაწყოები, წვრილმანი მასალები
- საყოფაცხოვრებო ავეჯი, ტექნიკა
მე, გიორგი გოგობერიძე, კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვმუშაობ გორგიაში 2011 წლიდან, ვაცხადებ ვაკანსიას კატეგორიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კორპორატიულ დეპარტამენტში. შერჩეულ კანდიდატს გამოსაცდელ პერიოდში შევასწავლი გაყიდვების სპეციფიკას, მომხარებელთან კომუნიკაციას, კონკრეტულ კატეგორიაში შემავალ პროდუქციაზე ორიენტირების უნარს და ამ პროდუქციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დეტალებს, კონკურენტების გაცნობა / ბაზრის ანალიზს, 1C პროგრამას. დავეხმარები განავითაროს შემდეგი უნარები: ანალიზის და დაგეგმვის უნარები, გუნდურად მუშაობის უნარები, სწორად შეთავაზებების დაგეგმვა და კატეგორიის განვითარების გეგმის შედგენა, პერიოდული რეპორტინგის წარმოება.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბაზრის შესწავლა, პროდუქციის ასორტიმენტის და უპირატესობების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ანგარიშვალდებულ ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე, მარშრუტის შესაბამისად, ვიზიტის განხორციელება და პროდუქტის შესახებ პრეზენტაციის ჩატარება;
- კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება და პოტენციური კლიენტების მოძიება;
- კლიენტის საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი შეთავაზების/ქმედებების უზრუნველყოფა;
- კლიენტთა ბაზის ანალიზი, ანალიზის საფუძველზე შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
- შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო უფროსთან.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინუმიმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- აუცილებელია მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გაყიდვები
პროდუქტის კატეგორიის მენეჯმენტი,
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები