დღეს - 29 ივლრედაქტირებულია - 30 ივნ
სტანდარტი
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
ფოთი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები
  • ინდუსტრია / სფერო: კორპორატიული სერვისები აუთსორსინგი/ოფშორინგი, პერსონალის დაკომპლექტება და რეკრუტირება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ინგლისური,რუსული
HR აუთსორსინგული კომპანია One Point პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. ფოთში.
ინდუსტრია: საწვავის რეალიზაცია და დისტრიბუცია
სამუშაო ადგილი: ქ. ფოთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00-18:00
სუბორდინაცია: პოზიცია ექვემდებარება კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს;

პოზიციის აღწერა
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელია ფოთისა და სამეგრელოს რეგიონში ახალი კორპორაციული კლიენტების მოძიებაზე, მათთან ურთიერთობის განვითარებასა და გაყიდვების პროცესის სრულ მართვაზე. პოზიცია მოითხოვს ძლიერ საკომუნიკაციო და მოლაპარაკებების უნარებს, გაყიდვების ანალიზისა და კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ასევე, როლი გულისხმობს კლიენტებთან აქტიურ ვიზიტებს, შესყიდვების მონიტორინგს და მომხმარებელთა მოთხოვნებზე დაფუძნებული ახალი პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაში მონაწილეობას.

ძირითადი ამოცანები:
  • ფოთის ტერიტორიაზე არსებული პოტენციური კორპორაციული კლიენტების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება, პრეზენტაცია და გენერალური ხელშეკრულებების გაფორმება
  • გაყიდვების ანალიზის მომზადება. კლიენტების შესყიდვების მონიტორინგი
  • ვიზიტები სამეგრელოს რეგიონში
  • კორპორაციული მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა და მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი პროდუქტების შექმნაში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
  • უმაღლესი განათლება
  • გაყიდვებში, კომერციულ სტრუქტურაში მინ. 5 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია საბანკო ან სადაზღვევო სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • MS Office-ის (MS Word, Excel, Power point) სამომხმარებლო დონეზე ფლობა
  • სასურველია ინგლისური ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა
  • აუცილებელია საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარე რეზიუმე ელ.ფოსტაზე - hr@onepoint.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშავოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ კომპანიებს HR მომსახურების სრულ სპექტს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.

გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები