დღეს - 28 ივლრედაქტირებულია - დღეს
 მოლარე-კონსულტანტი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
"ლუტეცია“ პარფიუმერულ სამყაროში გამოცდილი, სიახლეებზე ორიენტირებული და მომხმარებლის ნდობით აღჭურვილი ქსელია. ეს ადგილია სადაც პროფესიონალი კონსულტანტები მზად არიან მომხმარებელს სათანადო კონსულტაცია გაუწიონ და იზრუნონ მათ სილამაზეზე. მათ ლუტეციაში მუდამ ელოდებათ კომფორტული გარემო, სასურველი პროდუქცია და კეთილგანწყობილი პერსონალი.
კომპანიის ვებგვერდია www.lutecia.ge;

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი, „ლუტეცია“ დღეს საქართველოში 100-ზე მეტ ცნობილ ბრენდს წარმოადგენს. იგი პირველად პარფიუმერულ ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა.

,,ლუტეცია’’ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში.

სამუშაო გრაფიკი: გრაფიკი ცვლების მიხედვით ( 8 სააათიანი სამუშაო დღე );
ანაზრაურება: ფიქსირებული (+ მოქნილი საბონუსე სისტემა)
დასვენება - თვეში 6 დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებელს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
  • შეთავაზოს ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
  • იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად;
  • ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე, ინტერიერისა და სისუფთავის დაცვაზე.
  • აკონტროლოს მაღაზიაში ფასების სიზუსტე და განთავსება;
  • მუდმივად ზრუნავდეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე;

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1 წელი);
  • სალაროზე მუშაობის გამოცდილება ( სასურველია მინიმუმ 6 თვე )
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

გთხოვთ დაინტერესებულ აპლიკანტებს CV გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@lutecia.ge და "subject"-ში მიუთითოთ მოლარე-კონსულტანტი ბათუმი დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,
ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი
ნახვები
უნიკალური ნახვები