შემდეგი
დღეს - 28 ივლრედაქტირებულია - დღეს
სოც.მედია მენეჯერი/კონტენტ კრეატორი
თბილისი, საბურთალო, კოსტავას ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Hillcity.sales@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
სოციალური მედიის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება
უძრავი ქონება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 500(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
Hill City Real Estate აცხადებს ვაკანსიას სოც.მედია მენეჯერი/კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
ჩვენ ვართ სწრაფად მზარდი უძრავი ქონების კომპანია თბილისში, რომლის კონტენტი ყოველდღიურად ათასობით ადამიანს აღწევს სოციალურ ქსელებში. ახლა ვეძებთ ადამიანს, ვისაც სურს არა უბრალოდ “სამუშაო”, არამედ რეალური განვითარება
შენ გეძებთ თუ:
- გინდა რეალურად განვითარდე სფეროში და არა უბრალოდ “იმუშაო”
- გიზიდავს ტრენდული ვიდეოები, Reels-ები და TikTok-ის დინამიკა
- გაქვს კრეატიული აზროვნება და იდეების მოფიქრება გსიამოვნებს
- შეგიძლია პასუხისმგებლობით მიუდგე საქმეს და დაიცვა ვადები
- ვიზუალური კონტენტი და მონტაჟი შენთვის საინტერესო პროცესია
- მზად ხარ ისწავლო პრაქტიკაზე და რეალურ პროექტებზე მუშაობით
- Canva, Capcut და Adobe Premiere Pro-ში მუშაობის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება პლუსად
რას გააკეთებ ჩვენთან:
- გადაიღებ და დაამონტაჟებ უძრავი ქონების ვიდეოებს (Reels / TikTok / Shorts ფორმატში)
- იმუშავებ ბრენდის ვიზუალური სტილის შენარჩუნებაზე
- შექმნი დინამიურ, თანამედროვე და ყურადღების მიმზიდველ ვიდეოებს
- დაამატებ ტიტრებს, მუსიკას და ვიზუალურ ეფექტებს საჭიროების მიხედვით
- დაამუშავებ აგენტების პერსონალურ ვიდეო კონტენტს
- მოარგებ კონტენტს სხვადასხვა პლატფორმისთვის
რას მიიღებ ჩვენგან:
- რეალურ პრაქტიკაზე დაფუძნებულ გამოცდილებას, არა თეორიას
- შესაძლებლობას, შექმნა ძლიერი და კონკურენტული პორტფოლიო
- კრეატიულ თავისუფლებას იდეების განხორციელებაში
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
- სწრაფად მზარდ გარემოში მუშაობის გამოცდილებას
- შესაძლებლობას, შენი ნამუშევარი ფართო აუდიტორიამდე მივიდეს
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 500 ლარი + %
- გრაფიკი: 11:00 – 19:00
- დღეები: ორშაბათი – პარასკევი
- ლოკაცია: თბილისი, სპორტის სასახლის მიმდებარედ
გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება: Hillcity.sales@gmail.com
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
სოციალური მედიის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები