დღეს - 28 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
ფინანსური მენეჯერი
თბილისი, დიდი დიღომი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება სხვა ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება დაწყებითი/საშუალო განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება სხვა
    ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება დაწყებითი/საშუალო განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00
დასვენების დღეები: შაბათ-კვირა და სხვა ოფიციალური უქმე დღეები.
ლოკაცია: თბილისი,დიდი დიღომი,ზურგოვანი,თავისუფლების ქუჩა 10

სკოლის შესახებ:
თბილისის საერთაშორისო სკოლა არის პრესტიჟული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც სთავაზობს მოსწავლეებს უმაღლესი სტანდარტების განათლებას. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ფინანსური მენეჯერის თანაშემწეს, რომელიც შეუერთდება ჩვენს მეგობრულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები
  • ფინანსური მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიურ საოპერაციო და ფინანსურ საქმიანობაში.
  • პირველადი ფინანსური და საბუღალტრო დოკუმენტაციის (ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები) მომზადება, შემოწმება და სისტემატიზაცია.
  • სკოლის მოსწავლეთა სწავლის საფასურის გადახდების მონიტორინგი და შესაბამისი რეესტრების წარმოება.
  • ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მშობლებთან კომუნიკაცია (ქართულ,რუსულ და ინგლისურ ენებზე).
  • ფინანსური და საბუღალტრო დოკუმენტაციის (როგორც მატერიალური/ბეჭდური, ისე ელექტრონული/ციფრული ფორმატით) სისტემატიზაცია, დაარქივება და მოწესრიგებული სტრუქტურის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც).
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-12 თვიანი გამოცდილება (სასურველია, თუმცა არა სავალდებულო).
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა მშობლებთან კომუნიკაციისა და მიმოწერისთვის.
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (ფორმულები, ცხრილები).
  • ინტერნეტ ბანკთან და რომელიმე საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის საბაზისო უნარები ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალების მიმართ ყურადღება.
  • დროის მენეჯმენტისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი.
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები.
  • კონფიდენციალურობის მკაცრი დაცვა.

რას გთავაზობთ:
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
  • საერთაშორისო, მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.
  • კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: info@tis.edu.ge არაუგვიანეს 2026 წლის 19 ივლისისა.
სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ფინანსური მენეჯერის თანაშემწე

შენიშვნა: შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლა“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის კონკურსისთვის.
მეცნიერება / განათლება
სხვა
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები