29 ივნ - 28 ივლრედაქტირებულია - 29 ივნ
სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, ვერა, მელიქიშვილის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება სხვა გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სასტუმრო / რესტორანი / კვება სხვა
    გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ინგლისური
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.
სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.

„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, პეტრე მელიქიშვილის 47/49

ძირითადი მოვალეობები:
  • სასტუმროს სერვისების გაყიდვა და კლიენტების მოზიდვა
  • კორპორატიულ და ინდივიდუალურ კლიენტებთან ურთიერთობის მართვა
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება
  • გაყიდვების მიზნების შესრულება და ბაზრის მონიტორინგი

მოთხოვნები:
  • სასტუმროს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • მოლაპარაკებებისა და გაყიდვების პრაქტიკული გამოცდილება
  • შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

აუცილებელი უნარები
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დროის მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია)

კომპანია გთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
  • კვებით უზრუნველყოფა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: Tekla.zedginidze@ginohotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის და კომპანიის დასახელება დასახელება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სხვა
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები