დღეს - 29 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
ფრონტ ოფის მენეჯერი
თბილისი, დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@cargopolo.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ოფისის მენეჯმენტი, რეგისტრატურა, ადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი, საზღვაო - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: რუსული,ინგლისური,ქართული
ლოგისტიკური კომპანია "კარგო პოლო" აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფის მენეჯერის პოზიციაზე!
კარგო პოლო არის მაღალტექნოლოგიური ამერიკული ლოგისტიკური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილების/ სპეცტექნიკის/ სხვა მოძრავი აქტივების კომპლექსურ გადაზიდვაზე. მომსახურება მოიცავს სერვისების სრულ სპექტრს ავტოდილერებისთვის: აუქციონების პლატფორმებზე წვდიმების გაზიარებას, სახმელეთო გადაზიდვას ამერიკაში, ტვირთის დასაწყობებას, კონსოლიდაციას, საკონტეინერო გადაზიდვას სასურველ პორტამდე, საექსპედიტორო მომსახურებას მიმღებ პორტში, ბროკერინგს,
ექსპედირების შემდგომ სახმელეთო გადაზიდვას მიღების საბოლოო წერტილამდე, ტვირთის დაზღვევას და ა.შ
კომპანია გადაზიდვებს ახორციელებს 17 ძირითად ქვეყანაში: უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, პოლონეთი, გერმანია, ლიტვა, რუმინეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ომანი, იორდანია, ლიბია, ნიგერია.
2023 წელს გაიხსნა პირველი ოფისი საქართველოში/თბილისში, რადგან საქართველოს მიმართულება, როგორც სატრანსპორტო დერეფანი - დღეის მდგომარეობით ლოგისტიკაში არსებული სირთულეებიდან გამომდინარე - უმნიშვნელოვანესია.
მოვალეობები:
- საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;
- საოფისე მარაგების მართვა;
- კორესპონდენციის ორგანიზება;
- პერსონალის საქმიანობის ორგანიზება და საკადრო საქმისწარმოება;
- სტუმართა მიღებისა და ღონისძიებების ორგანიზება;
- კომპანიის პროგრამაში მუშაობა (სპეციფიური ინფორმაციის დამატება).
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- Microsoft Office - კარგად
- ქართული - სრულყოფილად
- ინგლისური - B2
- რუსული - B2
ყურადღება დეტალების მიმართ;
- ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ლოგიკური აზროვნება;
- ტექნიკური აზროვნება;
- ახალი საქმიანობის მიმართ სწრაფად ადაპტაციის უნარი;
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი - პარასკევი 09:45-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება:
- ფიქსირებული - 1500 ლარი
კომპანია გთავაზობთ:
- საქმიანობის საფუძვლიანად შესწავლას ( ამასთან სწავლების პროცესში სრულ ანაზღაურებას);
- კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო პირობებს ოფისში;
- დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;
- კორპორატიულ დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cargopolo.com
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ფრონტ ოფის მენეჯერი - თბილისი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2026 წლის 28 ივლისი.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ოფისის მენეჯმენტი,
რეგისტრატურა,
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
