დღეს - 10 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
დიზაინ მენეჯერი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო არქიტექტურული დიზაინი
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამშენებლო არქიტექტურული დიზაინი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
Trump Tower Tbilisi წარმოადგენს მასშტაბურ პროექტს, რომელიც Archi Group-სა და Biograpi Living-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი არქიტექტურულად გამორჩეულ ექვს შენობას მოიცავს, რომელთა შორის ინტეგრირებული იქნება საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდირებული საცხოვრებელი რეზიდენციები. პროექტი მოიცავს:
  • დედაქალაქის ყველაზე მაღალ და გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობას;
  • პრემიუმ კლასის ბიზნესცენტრს;
  • ლუქს-კლასის სავაჭრო სივრცეებს;
  • ლუქს-კლასის ბრენდულ სასტუმროს;
  • უმაღლესი დონის რესტორნებსა და პრემიუმ გასართობ სივრცეებს;

Trump Tower Tbilisi-ის პროექტისთვის ვეძებთ დიზაინ მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
  • არქიტექტურული, ინტერიერის, ლანდშაფტისა და საინჟინრო დიზაინის პროცესების კოორდინაცია და მართვა;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო არქიტექტურულ/საკონსულტაციო კომპანიებთან თანამშრომლობა;
  • საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, შეფასება და ხარისხის კონტროლი;
  • დიზაინის შესაბამისობის უზრუნველყოფა პროექტის კონცეფციასთან, ბიუჯეტთან, ვადებთან და ბრენდის სტანდარტებთან;
  • დიზაინის პროცესში ჩართული მხარეების ეფექტიანი კოორდინაცია;
  • ტექნიკური საკითხების განხილვა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • დიზაინის ცვლილებების მართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთანხმება ჩართულ მხარეებთან;
  • პროექტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე პროგრესის მონიტორინგი და ანგარიშგება;
  • სამშენებლო გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • დიზაინის მართვის ან არქიტექტურული პროექტების ხელმძღვანელობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • მსხვილმასშტაბიან საცხოვრებელ, კომერციულ ან მრავალფუნქციურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ArchiCAD-ის ან Revit-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • BIM-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის C1 დონეზე;

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 10 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
სამშენებლო
არქიტექტურული დიზაინი
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები