დღეს - 25 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
სასტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“ საქართველოს ბაზარზე ოთხ სასტუმროს აერთიანებს: „ივერია ინნ“, „გუდაური ინნ“, „ქუთაისი ინნ“ და „გორი ინნ“.
ამჟამად, სასტუმრო „გორი ინნ“-ში ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ კადრს მზარეულის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ამჟამად, სასტუმრო „გორი ინნ“-ში ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ კადრს მზარეულის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შეფ-მზარეულის მითითებით შესაბამისი კერძების დროულად, ხარისხიანად და დადგენილი რეცეპტურის მიხედვით მომზადება;
- მომზადებული კერძების ტემპერატურის კონტროლი;
- კერძის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტების დროული მობილიზება და მათი ვარგისიანობის შემოწმება;
- საკვები პროდუქციის მიღება-ჩაბარებისას მისი ხარისხისა და ვარგისიანობის კონტროლი (შეფ-მზარეულის მითითებით);
- კვების საათებში საკვები მარმიტების შესაბამისი კერძებით მუდმივი შევსების უზრუნველყოფა;
- ფორს-მაჟორულ სიტუაციებში სწრაფი, ეფექტური რეაგირება და შეფ-მზარეულის მითითებების შესრულება;
- სამზარეულოში უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მზარეულად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ქართული და ევროპული სამზარეულოს მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასტუმროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
- ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სწრაფი მუშაობის ტემპი და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამსახურს სრული განაკვეთით;
- მეგობრულ, პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
- უფასო კვებით უზრუნველყოფას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: ninikokoridze@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „მზარეული - გორი ინნ“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ:
პერსონალური მონაცემები, რომლებსაც აწვდით შპს „ინნ ჯგუფს“, დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისა და შერჩევის პროცესის მიზნებისთვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადით. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ამ შეტყობინებას და თანახმა ხართ თქვენი მონაცემების დამუშავებაზე. აღნიშნული თანხმობა აუცილებელი პირობაა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების ნაწილს.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია
ნახვები
უნიკალური ნახვები
