დღეს - 25 ივლრედაქტირებულია - დღეს
უსაფრთხოების ოფიცერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: უსაფრთხოება / დაცვა ობიექტის დაცვა
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ინგლისური
Absheron Hotel Group (AHG), რომელიც დაფუძნებულია ბაქოში (აზერბაიჯანი), წარმოადგენს რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ჰოსპიტალიტი კომპანიას. იგი მართავს სასტუმროებსა და კურორტებს აზერბაიჯანში, თურქეთსა და მონტენეგროში . ჯგუფი მართავს , როგორც საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებს, ისე საკუთარ, შექმნილ კონცეფციებს -თანამედროვე ქალაქის სასტუმროებიდან დაწყებული, მაღალი კლასის კურორტებით დასრულებული. AHG ქმნის უნიკალურ სტუმრის გამოცდილებას და ამავდროულად ადგენს ახალ სტანდარტებს ჰოსპიტალიტის ინდუსტრიაში.
AHG ასევე წარმოადგენს Pasha Hospitality-ის ნაწილს - ცნობილი Pasha Group-ის ქვედანაყოფს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მართავს 23-ზე მეტ სასტუმროსა და უძრავ ქონებას.
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2026 წლის ზაფხულში თბილისში იხსნება ახალი სასტუმრო - Art Riverfront Hotel. ობიექტი მოიცავს 152 ნომერს, მთელი დღის კვების რესტორანს, ბარს, ტერასას, საკონფერენციო სივრცეებსა და ფიტნეს დარბაზს, რომლებიც უზრუნველყოფს თანამედროვე, კომფორტულ და მაღალი დონის მომსახურებას.
ამჟამად ვეძებთ უსაფრთხოების ოფიცერს (Security Officer)

ძირითადი მოვალეობები:
  • სასტუმროს ტერიტორიის, მათ შორის საერთო სივრცეების, ნომრების სართულებისა და შესასვლელების რეგულარული მონიტორინგი
  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა შემთხვევის დაფიქსირება ჟურნალში (ლოგბუქში) და შესაბამისი ინფორმაციის ხელმძღვანელობისთვის მიწოდება;
  • სტუმრების, თანამშრომლებისა და სასტუმროს ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • საგანგებო სიტუაციებზე, განგაშის სიგნალებსა და დახმარების მოთხოვნებზე დროული რეაგირება;
  • წვდომის კონტროლის უზრუნველყოფა, მათ შორის გასაღებებისა და საშვების გაცემისა და გამოყენების კონტროლი;
  • საეჭვო ქცევის ან სიტუაციების გამოვლენა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
  • საგანგებო გასასვლელებისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის გამართულობისა და ხელმისაწვდომობის კონტროლი;
  • ხანძარსაწინააღმდეგო პროცედურების, ევაკუაციისა და სხვა საგანგებო სიტუაციების მართვაში მონაწილეობა;
  • სასტუმროს ქონების უნებართვოდ გატანის პრევენცია და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • უსაფრთხოების სისტემების, პროცედურებისა და საგანგებო რეაგირების წესების ცოდნა და დაცვა;
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოქმედი ნორმების შესაბამისად;
  • სასტუმროს შიდა პოლიტიკისა და სტანდარტების დაცვა.

მოთხოვნები:
  • უსაფრთხოების ოფიცრის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს ან სტუმარმასპინძლობის სფეროში;
  • უსაფრთხოებისა და დაცვის პროცედურების კარგი ცოდნა;
  • საგანგებო და კრიტიკულ სიტუაციებზე ეფექტური რეაგირების უნარი;
  • დაკვირვების მაღალი უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარები;
  • ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და საგანგებო პროცედურების საბაზისო ცოდნა;
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ მისამართზე: Careers.Tbilisi@absheronhotelgroup.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: "Security Officer"
თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი არის Absheron Hotel Group.
გაცნობებთ, რომ Absheron Hotel Group თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე თქვენი შესაბამისობის შეფასების მიზნით, ასევე შრომითი ურთიერთობის დამყარებისთვის, საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
განაცხადის/CV-ის გაგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ მისი მონაცემები დამუშავდეს სხვა არსებული და სამომავლო ვაკანსიებისთვის მისი შესაბამისობის განსაზღვრის მიზნითაც. გამოგზავნილი განაცხადი ინახება მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში, ხოლო დასაქმების შემთხვევაში -შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

უსაფრთხოება / დაცვა
ობიექტის დაცვა
ნახვები
უნიკალური ნახვები