დღეს - 26 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, საშუალო განათლება
- ენები: ქართული
TSUR GROUP-ი ინოვაციებზე ორიენტირებული ქართულ-ებრაული ჰოლდინგია, რომელიც 2019 წ. დაარსდა და აერთიანებს უკვე წარმატებულ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა NAMI 8, Aromaco, Zion და სხვა.
ჰოლდინგის მრავალპროფილური პორტფოლიო საინვესტიციო, საცალო ვაჭრობის, სტუმარმასპინძლობისა და დეველოპმენტის ერთიან ეკოსისტემას მოიცავს.
ჩვენი მთავარი ღირებულებაა, რომ TSUR GROUP-ში შემავალი ყველა ბრენდი იყოს კეთილი, ეს ნიშნავს ზრუნვას ადამიანებზე, გარემოსა და იმ პოზიტიურ კვალზე, რომელსაც ჩვენი საქმიანობით ვტოვებთ.
ჩვენი პროდუქტები თუ სერვისები პირდაპირ პასუხობს ისეთ თანამედროვე გამოწვევებს, როგორიცაა ტექნოლოგიური განვითარება, ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მომავალზე ზრუნვა.
TSUR GROUP-ში ჩვენი გუნდი და მიზნები მუდმივად იზრდება, ამიტომ კომერციულ დეპარტამენტში თანამოაზრედ ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელს, რომელიც სტრატეგიული გათვლებითა და მაღალი კომპეტენციით განამტკიცებს და გააძლიერებს არომაკო-სა და ნამი 8-ს ლიდერ პოზიციას ბაზარზე, გააღებს ყველა საჭირო კარს და გახდება მთავარი ხიდი ჩვენს ბრენდებსა და ქვეყნის წამყვან ორგანიზაციებს შორის.
ვის ვეძებთ? ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ გაყიდვების მენეჯერს; ჩვენ ვეძებთ სტრატეგს, გუნდის ლიდერს, რომელიც დაგეგმავს გუნდის ყოველდღიურ აქტივობებს, გაზრდის თითოეული წევრის ეფექტურობას და აქტიურად ჩაერთვება ყველაზე რთული და მასშტაბური გარიგებების დახურვის პროცესში. თუ თქვენთვის გაყიდვების პროცესის მართვა, გუნდის მოტივაცია და საბოლოო ფინანსური შედეგის მიღწევა მთავარი მამოძრავებელი ძალაა - შემოგვიერთდით!
რა იქნება შენი მთავარი მისია?
- სტრატეგიული მართვა და ოპტიმიზაცია: გაყიდვების არსებული სტრატეგიების მონიტორინგი და ბაზრის ანალიზზე დაფუძნებული ახალი არხებისა და მიდგომების შემუშავება. დასახული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა და ცვლილებების პროცესის სრული მართვა.
- გუნდის ოპერაციული მართვა: გაყიდვების გუნდის დღიური, კვირეული და თვიური გეგმების ფორმირება და მათი აქტივობების (ლიდების გენერაცია, შეხვედრები, CRM მართვა) მუდმივი მონიტორინგი.
- გაყიდვების ძაბრის (Sales Funnel) მართვა: პაიპლაინის მუდმივი ანალიზი, „გაჭედილი“ გარიგებების დროული იდენტიფიცირება და მათი რეანიმირება კონვერსიის (Close Rate) მაქსიმიზაციის მიზნით.
- პორტფელის ხარისხისა და სტაბილურობის კონტროლი: მომხმარებელთა გადინების (Churn Rate) პრევენცია, პორტფელის ჯანმრთელობის მონიტორინგი და არასწორი გაყიდვების თავიდან ასაცილებლად გუნდთან მუდმივი უკუკავშირი.
- გუნდის განვითარება და ქოუჩინგი: ახალი წევრების 4-კვირიანი ონბორდინგის პროცესის მართვა, გუნდის წევრებისთვის მოლაპარაკებების ტექნიკების სწავლება და ფასდაკლების დისციპლინის დაცვის მკაცრი კონტროლი.
- პერფორმანსის რეპორტინგი: ყოველდღიური შეხვედრების, კვირეული კონვერსიების და თვიური გაყიდვების მიზნების ანალიტიკური ანგარიშგება, რომელიც დაეფუძნება შესრულების ძირითად ინდიკატორებს (KPIs).
- მაღალი დონის მოპოვება (Acquisition): პოტენციური VIP კლიენტების იდენტიფიცირება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი თანამშრომლობის დაწყება.
- გაყიდვების მხარდაჭერა და ანალიზი: გაყიდვების გუნდთან ერთად რთული პროექტების დახურვა და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი საუკეთესო შეთავაზებების შესაქმნელად.
რას ველოდებით თქვენგან?
- B2B გაყიდვების მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (სასურველია სერვისის ან სააბონენტო მოდელის მქონე ბიზნესში) და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
- B2B გაყიდვების ფსიქოლოგიის, მოლაპარაკებების თანამედროვე ტექნიკებისა და „გადაწყვეტილებების გაყიდვის“ (Solution Selling) პრინციპების სიღრმისეული ცოდნა.
- მარჟების, ფასდაკლების გავლენის, მომგებიანობისა და კონტრაქტის „სიცოცხლის ხანგრძლივობის“ ზუსტი გათვლის უნარი. CRM სისტემებისა და რეპორტინგის ხელსაწყოებთან (მაგ: Power BI) მუშაობის გამოცდილება.
- აკადემიური ხარისხი (ბაკალავრი) ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის ან ეკონომიკის მიმართულებით. მაგისტრის ხარისხი (MBA) ჩაითვლება უპირატესობად.
- სასურველია გავლილი გქონდეთ სპეციალიზებული ტრენინგები გაყიდვების მართვის, მოლაპარაკებების ხელოვნების ან CRM სტრატეგიების მიმართულებით.
რას გთავაზობთ ჩვენ?
- ძლიერ ბრენდებს, რომელთა წარდგენაც საამაყოა ნებისმიერ დონეზე
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას დინამიკურ ჰოლდინგურ გარემოში
- ანაზღაურების მოქნილ და მაღალ ბონუსურ სისტემას, რომელიც თქვენს შედეგებზეა ორიენტირებული.
ჩვენ ვეძებთ თანამოაზრე ლიდერს, ვისთვისაც კორპორატიული კულტურა მნიშვნელოვანია, ვისაც განვითარების ახალი მწვერვალების დაპყრობა სურს და კეთილი საქმის კეთება აღაფრთოვანებს.
თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის TSUR GROUP-თან ერთად, არ დააყოვნო, გაგვიზიარე შენი რეზიუმე და გაგვეცანი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/y7QcU6Md
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები
