შემდეგი
26 ივნ - 25 ივლრედაქტირებულია - 26 ივნ
ბელმენი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Careers.Tbilisi@absheronhotelgroup.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
სასტუმროში მიღება და კონსიერჟის მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, სხვა, დოქტორი
- ენები: ინგლისური
Absheron Hotel Group (AHG), რომელიც დაფუძნებულია ბაქოში (აზერბაიჯანი), წარმოადგენს რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ჰოსპიტალიტი კომპანიას. იგი მართავს სასტუმროებსა და კურორტებს აზერბაიჯანში, თურქეთსა და მონტენეგროში . ჯგუფი მართავს , როგორც საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებს, ისე საკუთარ, შექმნილ კონცეფციებს -თანამედროვე ქალაქის სასტუმროებიდან დაწყებული, მაღალი კლასის კურორტებით დასრულებული. AHG ქმნის უნიკალურ სტუმრის გამოცდილებას და ამავდროულად ადგენს ახალ სტანდარტებს ჰოსპიტალიტის ინდუსტრიაში.
AHG ასევე წარმოადგენს Pasha Hospitality-ის ნაწილს - ცნობილი Pasha Group-ის ქვედანაყოფს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მართავს 23-ზე მეტ სასტუმროსა და უძრავ ქონებას.
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2026 წლის ზაფხულში თბილისში იხსნება ახალი სასტუმრო - Art Riverfront Hotel. ობიექტი მოიცავს 152 ნომერს, მთელი დღის კვების რესტორანს, ბარს, ტერასას, საკონფერენციო სივრცეებსა და ფიტნეს დარბაზს, რომლებიც უზრუნველყოფს თანამედროვე, კომფორტულ და მაღალი დონის მომსახურებას.
ამჟამად ვეძებთ ბელმენს (Bellman)
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების თბილი, თავაზიანი და პროფესიონალური დახვედრა, მათზე დადებითი პირველი შთაბეჭდილების შექმნა;
- სტუმრების ბარგის მიღება, გადატანა და ნომრებში მიტანა/გამოტანა;
- სტუმრების დახმარება სასტუმროში შემოსვლისა და გაცილების პროცესში
- სტუმრებისთვის სასტუმროს სერვისების, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობებისა და გადაადგილების მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- შეტყობინებების, ამანათებისა და სტუმრების მოთხოვნების დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
- Front Office დეპარტამენტის მხარდაჭერა და სტუმრების მოთხოვნების შესრულებაში მონაწილეობა შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით;
- სტუმრების ბარგის უსაფრთხო და სათანადო შენახვის უზრუნველყოფა სასტუმროს პროცედურების შესაბამისად;
- სასტუმროს სერვისების, ნომრების კატეგორიებისა და ინფრასტრუქტურის საფუძვლიანი ცოდნა;
- სასტუმროს შიდა პოლიტიკის, უსაფრთხოების სტანდარტებისა და ოპერაციული პროცედურების დაცვა.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სტუმარმასპინძლობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- მომხმარებელთა მომსახურებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
- სტუმრების მოთხოვნებზე სწრაფი, ეფექტური და დეტალებზე ორიენტირებული რეაგირების უნარი;
- ადგილობრივი ღირსშესანიშნაობებისა და ქალაქის მიმართულებების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- გუნდური მუშაობის უნარი, პოზიტიური და პროაქტიული დამოკიდებულება;
- ფიზიკურად აქტიურ გარემოში მუშაობის უნარი.
გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ მისამართზე: Careers.Tbilisi@absheronhotelgroup.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: "Bellman"
თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი არის Absheron Hotel Group.
გაცნობებთ, რომ Absheron Hotel Group თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე თქვენი შესაბამისობის შეფასების მიზნით, ასევე შრომითი ურთიერთობის დამყარებისთვის, საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
განაცხადის/CV-ის გაგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ მისი მონაცემები დამუშავდეს სხვა არსებული და სამომავლო ვაკანსიებისთვის მისი შესაბამისობის განსაზღვრის მიზნითაც. გამოგზავნილი განაცხადი ინახება მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში, ხოლო დასაქმების შემთხვევაში -შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სასტუმროში მიღება და კონსიერჟის მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები