ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
სტუმრების მომსახურების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სეზონური
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
- ენები: ინგლისური,რუსული
მერებაშვილის მამული (Merebashvili Estate) – საოჯახო მეღვინეობა და სასტუმრო ქალაქ კასპში, აცხადებს ვაკანსიას მასპინძლისა და გიდის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც ჩვენი სტუმრებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნაში მიიღებს მონაწილეობას.
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროსა და მარნის სტუმრების დახვედრა და მასპინძლობა;
- მარნისა და ვენახების ტურის ჩატარება;
- მერებაშვილის მამულის ისტორიის, ტრადიციებისა და ღვინოების გაცნობა სტუმრებისთვის;
- ღვინის დეგუსტაციების ორგანიზება და ჩატარება
- სტუმრების დახმარება სასტუმროში განთავსებისა და მომსახურების პროცესში;
- ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მაღალი ხარისხის მომსახურებისა და სტუმართმოყვარეობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა);
- დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგი უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტუმართმოყვარეობის, ტურიზმისა და ღვინის კულტურის მიმართ ინტერესი;
ჩვენ გთავაზობთ: მუშაობას უნიკალურ ღვინისა და ტურისტულ სივრცეში; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს; კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, სამუშაო დღეები მოქნილი გრაფიკით, სამუშაო საათები - 09:00-18:00
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV: info@merebashvili.com ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე +995 510 100 444
შემოუერთდით მერებაშვილის მამულის გუნდს და გახდით ქართული სტუმართმოყვარეობისა და ღვინის კულტურის ელჩი ჩვენი სტუმრებისთვის.
