დღეს - 24 ივლრედაქტირებულია - 25 ივნ
სტანდარტი
გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი, საბურთალო
თბილისი, ვარკეთილი
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: staff@zgvaludi.ge
ტელეფონი: +995 577 291 976
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები, ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: (+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური,რუსული
კომპანია "ზღვა ლუდი" ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხმარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 14 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. "ზღვა ლუდის" მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.
კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას ლუდის გაყიდვების კონსულტანტის პოზიციისთვის.
Ვაკანსია გამოცხადებულია შემდეგ მისამართებზე:
ქ.თბილისი, გლდანი, ხიზანიშვილის 108;
ქ.თბილისი, საბურთალო, პოლიტკოვსკაიას 33ა;
ქ.თბილისი, ვარკეთილი, კუპრაძის 74;
ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 62 (ნიკორა XL);
Ქ.თბილისი, ნაძალადევი, ცოტნე დადიანის 207;
ქ.თბილისი, დიდი დიღომი, მირიან მეფის 11;
ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის 9ბ;
ქ.ქუთაისი, ნიკეას 19ა;
Სამუშაო პირობები:
- Გრაფიკი: 7სთიანი ცვლები (11:00 - 18:00 და 18:00 - 01:00) (სტუდენტებზე და არამხოლოდ სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი);
- Ანაზღაურება : საათობრივ ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიური ბონუსი;
- საღამოს ცვლის თანამშრომელის ტრანსპორტირებას კომპანია უზრუნველყოფს ტაქსით.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ყოველთვიურ წახალისებას - ფულადი პრემია ან სიმბოლური საჩუქარი (ლუდი) თანამშრომელთათვის, ვინც სტანდარტების დაცვით მუშაობს;
- მე-13 ხელფასს თუ სამუშაო წელს დარღვევების გარეშე დაასრულებთ;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- ბრენდირებულ უნიფორმას და საჭირო ინვენტარს;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Საკომუნიკაციო დონეზე ინგლისურის ან რუსული ენის ცოდნა;
Ძირითადი ფუნქციები:
- მომხმარებელთა მომსახურება მომსახურების სტანდარტების დაცვით;
- საწყობიდან საქონლის მიღება, აღრიცხვისა და შენახვის კონტროლი;
- Საქონელის დალაგება ჯგუფების, ტიპებისა და სახეობების მიხედვით;
- მაღაზიაში წესრიგისა და სისუფთავის კონტროლი.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელური;
- თავაზიანი;
- პასუხისმგებლიანი;
- დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ქართულ ენაზე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: staff@zgvaludi.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 577 291 976
რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება. ვაკანსიაზე ვერ დასაქმდება არასრულწლოვანი!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები
