ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
სამეურნეო პროცესების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
სამეურნეო პროცესების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე
ჩვენ გთავაზობთ:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00;
- ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი;
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სამეურნეო დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისათვის;
- სამეურნეო დეპარტამენტის მიმდინარე პროექტების ანალიზი და ჩართულობა პროეტების განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე;
- სამეურნეო დეპარტამენტის მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო პროექტებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით სასურველია, თუმცა, ასევე, განიხილება დამათავრებელი კურსის სტუდენტიც;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
უნარები და პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტიანი მართვა;
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
- პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@autopapa.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სამეურნეო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ან დაგვიკავშირდით: +9955 599 790 186 დავითი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
მეტი ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ:
https://autopapa.ge/ge/page/about
https://m.facebook.com/autopapa.ge/
მოგვწერეთ: hr@autopapa.com
AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
