შემდეგი
დღეს - 25 ივლრედაქტირებულია - დღეს
ვიპ
ციფრული მარკეტინგისა და რეკლამის სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@clinicseeker.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ციფრული მარკეტინგი, კონტენტ მარკეტინგი, სოციალური მედია მარკეტინგი, სოციალური მედიის მენეჯმენტი, პროდუქტის მარკეტინგი, მარკეტინგული კომუნიკაციები, მარკეტინგის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მედია და კომუნიკაციები
მარკეტინგი და რეკლამა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
- დასაქმების ფორმა: ფრილანსი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: სამუშაო სახლიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ციფრული მარკეტინგი, კონტენტ მარკეტინგი, სოციალური მედია მარკეტინგი, სოციალური მედიის მენეჯმენტი, პროდუქტის მარკეტინგი, მარკეტინგული კომუნიკაციები, მარკეტინგის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მედია და კომუნიკაციები
მარკეტინგი და რეკლამა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი,უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული,ინგლისური
სამედიცინო ტურიზმის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტარტაპი ეძებს მოტივირებულ და კრეატიულ ციფრული მარკეტინგისა და რეკლამის სპეციალისტს, რომელიც დაეხმარება კომპანიას მომხმარებლების მოზიდვასა და მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანად მართვაში.
Clinicseeker-ის შესახებ - Clinicseeker ეხმარება პაციენტებს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის შესაფერისი და სანდო კლინიკების მოძიებაში. ამ ეტაპზე პაციენტების მოზიდვის მხრივ კომპანია ფოკუსირებულია ცენტრალური აზიის ბაზრებზე, ხოლო სამომავლო გეგმები მოიცავს აღმოსავლეთ აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე გაფართოებას. პარტნიორი კლინიკები მდებარეობენ თურქეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ ვართ ახალგაზრდა, დინამიური, საერთაშორისო გუნდი.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ციფრული მარკეტინგისა და რეკლამის სპეციალისტი
სამუშაო ფორმატი
- Freelance
- სრულად დისტანციური
ძირითადი მოვალეობები:
- სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
- Meta (Facebook/Instagram), Google Ads და სხვა სარეკლამო პლატფორმების მართვა;
- კონტენტ-სტრატეგიის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;
- კონტენტ-კალენდრის დაგეგმვა და მართვა;
- კონტენტ კრეატორთან მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია;
- მარკეტინგული შედეგების ანალიზი და რეგულარული ანგარიშგება;
- ვებგვერდისა და მარკეტინგული არხების ეფექტიანობის მონიტორინგი და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება;
- მომხმარებელთა მოზიდვისა და ლიდების გენერირების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- ბრენდის ცნობადობის ზრდისთვის ახალი ინიციატივების შეთავაზება და განხორციელება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში;
- Meta Ads და Google Ads კამპანიების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- Google Analytics 4, Google Tag Manager ან მსგავსი ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა;
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის მართვის უნარი;
- სასურველია საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- სწრაფად მზარდ საერთაშორისო სტარტაპში მუშაობის შესაძლებლობას;
- მოქნილ და სრულად დისტანციურ სამუშაო გარემოს;
- კომპანიის ზრდასთან ერთად პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პერსპექტივას.
ანაზღაურება
საწყის ეტაპზე ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული ყოველთვიური თანხის ან ნამუშევარი საათების მიხედვით. შემდეგ ეტაპზე (პირველადი სტაბილიზაციის შემდგომ) დაემატება შედეგებზე მიბმული ანაზღაურების პრონციპი.
როგორ გამოეხმაუროთ
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ:
CV (რეზიუმე)
LinkedIn პროფილის ბმული
მოკლე პორტფოლიო ან წინა კამპანიების მაგალითები
მეილის ტექსტში მოკლედ მოგვწერეთ, რატომ ხართ დაინტერესებული ამ როლით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@clinicseeker.com
სათაურში მიუთითეთ „Marketing & Advertising Specialist“
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ციფრული მარკეტინგი,
კონტენტ მარკეტინგი,
სოციალური მედია მარკეტინგი,
სოციალური მედიის მენეჯმენტი,
პროდუქტის მარკეტინგი,
მარკეტინგული კომუნიკაციები,
მარკეტინგის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები