24 ივნ - 15 ივლრედაქტირებულია - 24 ივნ
ავტო სესხის გაყიდვების ოფიცერი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო საცალო სესხების მენეჯმენტი, სესხის წარმოშობა და მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ავტო სესხის გაყიდვების ოფიცერი თბილისში,

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით ასამდე ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს”
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

სამუშაოს აღწერა:
  • კრედო ბანკის საკრედიტო პროდუქტების ეფექტური გაყიდვა და პოპულარიზაცია, როგორც კონტრაქტორ მაღაზიებში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
  • ავტო სესხის განაცხადების დამუშავება კრედო ბანკის დადგენილი სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით.
  • კლიენტის მონაცემების ანალიზი;
  • კლიენტის ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით, კონკრეტული შეთავაზების შემუშავება;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება და ავტო სესხების პროდუქტებზე ინტერესის ზრდა.
  • ციფრული არხებიდან მიღებულ განაცხადებზე რეაგირება და კლიენტებთან სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
  • ავტო სესხის და ავტო ლომბარდის განაცხადის მართვა - კლიენტთან კომუნიკაცია და კონსულტაცია, შოპ მოდულში განაცხადის შექმნა, დამტკიცების პროცესის მხარდაჭერა და გაცემის უზრუნველყოფა.
  • დოკუმენტაციის დროული მოწესრიგება და ფილიალისთვის გადაცემა კვირაში/თვეში ერთხელ.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
  • უმაღლესი ან/და ტექნიკური განათლება;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
  • აქტიური და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 ივლისი, 2026 წელი

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
საბანკო
საცალო სესხების მენეჯმენტი,
სესხის წარმოშობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები