24 ივნ - 23 ივლრედაქტირებულია - 24 ივნ
მხაზველი / პროექტ მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების მართვა, პროექტების მენეჯმენტი სამშენებლო კომპიუტერული გრაფიკა/CAD
  • ინდუსტრია / სფერო: დიზაინი დიზაინი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების მართვა, პროექტების მენეჯმენტი
    სამშენებლო კომპიუტერული გრაფიკა/CAD
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დიზაინი დიზაინი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
ინტერიერის დიზაინის სტუდია DUE აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მხაზველი / პროექტ მენეჯერი

DUE ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც ჩაერთვება ინტერიერის დიზაინის პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასა და პროექტების განხორციელების პროცესის კოორდინაციაში.

ძირითადი მოვალეობები:
  • ინტერიერის პროექტებისთვის დეტალური ტექნიკური ნახაზებისა და სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება Archicad-ში
  • მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა და საჭიროების შემთხვევაში ობიექტებზე ვიზიტი
  • სარემონტო სამუშაოების დიზაინ-პროექტთან შესაბამისობის კონტროლი
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი
  • პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება დიზაინ გუნდისთვის
  • სარემონტო ჯგუფთან, მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ეფექტური კომუნიკაცია
  • პროექტების ვადების კონტროლი და პროცესების კოორდინაცია
  • პროექტის მიმდინარეობისას წარმოქმნილი ტექნიკური საკითხებისა და პრობლემების ოპერატიული იდენტიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება და დიზაინ გუნდთან შეთანხმება
  • პროექტების დიზაინ - ხარჯთაღრიცხვის მომზადება და შეკვეთილი პროდუქციის, ავეჯის, განათებისა და სხვა მასალების მიწოდების ვადების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • Archicad-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • სასურველია 3ds Max-ის ცოდნა
  • სამშენებლო და სარემონტო პროცესების კარგი ცოდნა
  • ინტერიერის მასალების, კონსტრუქციული კვანძებისა და ტექნიკური დეტალების ცოდნა
  • ტექნიკური ნახაზების მომზადებისა და წაკითხვის გამოცდილება
  • კომუნიკაციისა და ორგანიზების მაღალი უნარები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 18:00
  • შესვენება: 1 საათი
  • სამუშაო ადგილი: თბილისი

თუ გსურთ გახდეთ DUE - ს გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ:
  • CV
  • ტექნიკური ნახაზების ალბომი
  • სასურველი ანაზღაურება; (ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)
  • მოკლე სამოტივაციო წერილი, თუ რატომ გსურთ ჩვენს გუნდთან თანამშრომლობა
ელ. ფოსტა: careers@duedesign.ge

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტექნიკური ნახაზების ალბომის გარეშე გამოგზავნილი ვაკანსია არ განიხილება.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა,
პროექტების მენეჯმენტი
სამშენებლო
კომპიუტერული გრაფიკა/CAD
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები
საქართველოს მაშტაბით
Cencora
თბილისი
სადისტრიბუციო კომპანია