დღეს - 23 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
კოორდინირება, სერვისის მენეჯმენტი უსაფრთხოება / დაცვა უსაფრთხოების ოპერაციები - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სმენური გრაფიკი – ღამის ცვლა
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
კოორდინირება, სერვისის მენეჯმენტი უსაფრთხოება / დაცვაუსაფრთხოების ოპერაციები - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული
ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სერვისისა და უსაფრთხოების კოორდინატორი (ღამის მორიგე)
თუ გაინტერესებს კლინიკურ გარემოში მუშაობა, სადაც უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ადამიანების დახმარება მნიშვნელოვანია, გეძლევა შესაძლებლობა გახდე ჩვენი გუნდის წევრი, იმუშაო ღამის ცვლაში და აქტიურად იზრუნო როგორც პაციენტების, ისე კლინიკის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც ღამის ცვლაში პასუხისმგებლობით გაუძღვება მომსახურებისა და უსაფრთხოების მიმართულებებს.
ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. პაციენტებს ვთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ სამედიცინო სერვისებს, რომელთა ხარისხიც საერთაშორისო ანალოგებთან სრულ შესაბამისობაშია.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.
მისამართი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 1-ლი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33;
სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 16 საათიანი მორიგეობა (საღამოს 18:00 სთ-დან დილის 09:00 სთ-მდე); დასვენების დღეების შემთხვევაში- 24 საათიანი მორიგეობა;
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები (დეტალურად):
- პაციენტების მოძრაობისა და საერთო წესრიგის კონტროლი კლინიკის შიდა სივრცეში;
- პაციენტებსა და ვიზიტორებთან თავაზიანი კომუნიკაცია და დამხმარე მომსახურების გაწევა;
- სტრესული სიტუაციების დარეგულირება;
- ნახვის საათების კონტროლი და ვიზიტორთა ზედამხედველობა;
- ვიდეოკამერების მონიტორინგი და საეჭვო აქტივობებზე დროული რეაგირება;
- ტექნიკური პრობლემების დაფიქსირება (დაცვა, განათება, კარები, სიგნალიზაცია) და შესაბამისი სამსახურის ინფორმირება;
- ინციდენტებზე დროული რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- განათლება: უმაღლესი, საშუალო სპეციალიზირებული ან სტუდენტი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე ან სერვისის სფეროში გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი პაციენტებთან /თანამშრომლებთან და კონფლიქტური სიტუაციების მართვის შესაძლებლობა;
- დისციპლინირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ ანაზღაურებას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოსა და მხარდაჭერას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ ,შეავსეთ განაცხადი https://hel-ai.com/apply/sbWIsSce და გამოაგზავნეთ რეზიუმე.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
კოორდინირება,
სერვისის მენეჯმენტი
უსაფრთხოება / დაცვა
უსაფრთხოების ოპერაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები
