24 ივნ - 23 ივლრედაქტირებულია - 24 ივნ
კომუნიკაციების მენეჯერი - სტაჟირება
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მარკეტინგული კომუნიკაციები
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: სტაჟირება
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „Loialte“ აცხადებს სტაჟირებას კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

„Loialte“ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს (www.loialte.com.ge)
„Loialte“ პირველი ქართული ბრენდია ზემოაღნიშნულ სფეროში, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემები) სერტიფიკატს, რაც ადასტურებს იმას, რომ „Loialte“ - ში დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო დონისა და უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას მომხმარებლისთვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბაზებთან და კლიენტებთან კომუნიკაციის დოკუმენტაციის მომზადება, აღწერა და სტანდარტიზაცია;
  • პარტნიორი ორგანიზაციების ბაზების დამუშავებისა და ანალიზის პროცესში ჩართულობა;
  • დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია;
  • ინფორმაციის გაზიარება დაინტერესებული პირებისთვის;
  • საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და წარმართვა;
  • ანგარიშების წარმოება ხელმძღვანელის მითითებით.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უპირატესობა მიენიჭება ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტებს
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე
  • პროგრამების ცოდნა (excel, word, google)

  • უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტაცია
  • გუნდური მუშაობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი

სტაჟირების პირობები:
  • სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე (სტაჟირების დასრულების შემდეგ, განვიხილავთ გრძელვადიან თანამშრომლობას)
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 17:00 საათი.
  • სტაჟირება ანაზღაურებადია: 300 ლარი

რეზიუმე გამიზიარეთ ელექტრონულ ფოსტაზე - career@loialte.com.ge, სათაურში მიუთითეთ "სტაჟირება კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე"
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგული კომუნიკაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები