დღეს - 23 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
"თიბისი" აცხადებს ვაკანსიას კონცეპტ მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე ფოთში
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
პოზიცია: კონცეპტ მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
პოზიციის მიზანია კონცეპტ სეგმენტის (ყოფილი “კონცეპტ ციფრული ნაკრების”) კლიენტებისთვის საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება, პორტფელის ხარისხის მართვა და კლიენტთა გამოცდილების გაუმჯობესება.
გინდა იმუშაო პრემიუმ სეგმენტის კლიენტებთან და შექმნა მათთვის გამორჩეული ფინანსური გამოცდილება?
თიბისი გიწვევს გუნდში - იქ, სადაც გაყიდვები ნიშნავს ნდობის, ურთიერთობისა და გრძელვადიანი პარტნიორობის შექმნას.
რას გააკეთებ ამ როლში?
- გაუწევ კონცეპტ სეგმენტის (ყოფილი “კონცეპტ ციფრული ნაკრების”) კლიენტებს პროფესიულ კონსულტაციას საბანკო პროდუქტებსა და სიახლეებზე;
- აქტიურად მოიზიდავ ახალ კლიენტებს, შესთავაზებ სესხებს, დეპოზიტებსა და სხვა პროდუქტებს, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;
- მართავ და განავითარებ პორტფელს - გაზრდი ხარისხს, ჩართულობასა და პროდუქტების გამოყენებას;
- ეფექტურად მოაგვარებ მომსახურების პროცესში წარმოქმნილ საკითხებს;
- დაიცავ ბანკის რეგულაციებსა და კონფიდენციალურობის სტანდარტებს.
კვალიფიკაცია
ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს:
- მომსახურების მიმართულებით, დასახული გეგმების წარმატებულად შესრულების სამუშაო გამოცდილება;
- ძლიერი გაყიდვების უნარი და განვითარებული ანალიტიკური/ლოგიკური აზროვნება;
- კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შედეგზე და პროფესიულ განვითარებაზე მკაფიო ორიენტაცია;
- ეფექტიანი, დამაჯერებელი და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
- დამატებით ფლობს უცხო ენებს
ჩვენ გთავაზობთ:
- საუკეთესო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;
- გექნება შესაძლებლობა იმუშაო თანამედროვე ტექნოლოგიებით და მათ შორის, იყო მონაწილე სისტემების ყოველდღიური გაუმჯობესების პროექტებში;
- სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ, ანაზღაურებად გადამზადების პერიოდს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის მიღებაში/ამაღლებაში და სამუშაოს უკეთ შესრულებაში
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/ztV6p
საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

