დღეს - 22 ივლრედაქტირებულია - 23 ივნ
სტანდარტი
მორიგე ოპერატორი
ახალციხის მუნიციპალიტეტი, ახალციხე
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ენერგეტიკა ელექტრო მონტაჟი, ქვესადგურის ოპერირება, ჰიდროლოგიური დაკვირვება და ანალიზი
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება განახლებადი ენერგიები და გარემო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: 1-დან 2 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ენერგეტიკა ელექტრო მონტაჟი, ქვესადგურის ოპერირება, ჰიდროლოგიური დაკვირვება და ანალიზი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    წარმოება განახლებადი ენერგიები და გარემო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: პროფესიული კოლეჯი
  • ენები: ქართული
სს „მტკვარი ჰესი“ აცხადებს ვაკანსიას მორიგე ოპერატორის პოზიციაზე

მორიგე ოპერატორი – მტკვარი ჰესი
მდებარეობა: ახალციხე, საქართველო
ანგარიშვალდებულია: ცვლის უფროსი
სამუშაო გრაფიკი: როტაციული ცვლა

მტკვარი ჰესის შესახებ
მტკვარი ჰესი მდებარეობს ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში, რომლის ჯამური დადგმული სიმძლავრე 54 მეგავატია. მტკვარი ჰესმა ოპერირება 2025 წელს დაიწყო და უზრუნველყოფს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სივრცის მომარაგებას, ყოველწლიურად დაახლოებით 255 მლნ კვტ საათით.

პოზიციის მიმოხილვა
მორიგე ოპერატორი არის სადგურის ოპერაციული გუნდის ძირითადი შემსრულებელი რგოლი, რომელიც ცვლის უფროსის ხელმძღვანელობით პასუხისმგებელია ჰიდროელექტრო სადგურის მოწყობილობათა ოპერირებაზე, კონტროლზე და პარამეტრების მონიტორინგზე. მორიგე ოპერატორი მართავს სადგურის საკონტროლო სისტემებს, ახდენს მოწყობილობების გაშვება-გაჩერებას, იცავს ოპერაციულ ნორმებს და ოპერატიულად რეაგირებს ნებისმიერ გადახრასა თუ ავარიულ სიტუაციაზე.

ძირითადი მოვალეობები
სადგურის ოპერირება
  • ჰიდროტურბინებისა და გენერატორების გაშვება, გაჩერება და ტვირთის რეგულირება ცვლის უფროსის მითითებით და დადგენილი ოპერაციული პროცედურების შესაბამისად.
  • სადგურის საკონტროლო პანელებისა და SCADA სისტემის მეშვეობით ძირითადი პარამეტრების — სიმძლავრე, ძაბვა, სიხშირე, ვიბრაცია, ტემპერატურა, წნევა — უწყვეტი მონიტორინგი.
  • წყლის დონისა და ნაკადის პარამეტრების კონტროლი; სარქველებისა და შლუზების მართვა ჰიდრავლიკური რეჟიმის შესაბამისად.
  • დისპეჩერული ორგანოს (ESCO/GSE) მითითებების შესასრულებლად ცვლის უფროსისთვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება.

გაუმართაობების გამოვლენა და რეაგირება
  • სადგურის მოწყობილობებისა და სისტემების მდგომარეობის განგრძობადი ვიზუალური და ინსტრუმენტული კონტროლი; ნებისმიერი არანორმალური პარამეტრის ან ხმის, სუნის, ვიბრაციის დაუყოვნებლივ ფიქსაცია.
  • გამოვლენილი გაუმართაობისა თუ გადახრის შესახებ ცვლის უფროსის ოპერატიული ინფორმირება.
  • ავარიული სიტუაციის განვითარების შემთხვევაში — დადგენილი საგანგებო პროცედურების ზუსტი შესრულება, მოწყობილობის გაჩერება ან იზოლირება ცვლის უფროსის დავალებით.
  • Lock-Out/Tag-Out (LOTO) პროცედურებისა და სამუშაო ნებართვების (Work Permit) სისტემის მოთხოვნების მკაცრი დაცვა.

ტექნიკური მომსახურება
  • ოპერაციული ცვლის განმავლობაში მოწყობილობების რუტინული შემოწმებების განხორციელება — ზეთის დონე, გაგრილება, გერმეტულობა, ელემენტების მდგომარეობა.
  • დამხმარე სისტემების — ზეთის, წყლის, ჰაერის — ნორმალური მუშაობის კონტროლი.
  • ოპერაციული სისუფთავის შენარჩუნება — საკონტროლო ოთახის, მანქანათა დარბაზისა და სადგურის ტერიტორიის სისუფთავე.
  • გეგმიური ტექნიკური მომსახურების დროს ელექტრიკოსებისა და მექანიკოსების სამუშაოების მხარდაჭერა ცვლის უფროსის მითითებით.

დოკუმენტაცია
  • საოპერაციო ჟურნალში ყველა მოვლენის, პარამეტრის, ჩარევისა და სიახლის ზუსტი და დროული ჩაწერა.
  • ცვლის გადაბარებისას — მომდევნო ოპერატორისთვის სადგურის მიმდინარე მდგომარეობის, ღია საკითხებისა და ნებისმიერი არანორმალური მდგომარეობის სრული ინფორმაციის გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება და გამოცდილება
  • ტექნიკური პროფილის კოლეჯის დიპლომი ან ბაკალავრის ხარისხი ელექტრო-მექანიკური, ენერგეტიკული ან მონათესავე სფეროში.
  • სასურველია მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება ენერგეტიკული ან სამრეწველო ობიექტის ოპერირებაში; განიხილება ახალგაზრდა სპეციალისტი შესაბამისი განათლებით.

უნარები და კომპეტენციები
  • ჰიდრო-ენერგეტიკული სადგურის ოპერირების ბაზისური პრინციპების ცოდნა ან სწრაფი ათვისების უნარი.
  • ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების ინდიკატორებისა და ხელსაწყოების წაკითხვის უნარი.
  • ყურადღების კონცენტრაციისა და ხანგრძლივი მონიტორინგის უნარი.
  • სწრაფი, სპოკოინი და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი — სტრესულ სიტუაციებში.
  • ქართული ენის ცოდნა — სავალდებულო;
  • მზაობა როტაციულ გრაფიკზე, ღამის ცვლებისა და დღესასწაულების ჩათვლით.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და სიფხიზლე.

განაცხადის წარდგენის ინსტრუქცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, სათაურის ველში პოზიციის დასახელების მითითებით, 2026 წლის 6 ივლისამდე შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@hpp.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ენერგეტიკა
ელექტრო მონტაჟი,
ქვესადგურის ოპერირება,
ჰიდროლოგიური დაკვირვება და ანალიზი
ნახვები
უნიკალური ნახვები