დღეს - 10 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის ვადების მართვის ოპერატორის პოზიციაზე
მოკლევადიანი პროდუქციის მართვის სპეციალისტის პოზიციის მიზანია მოკლევადიანი პროდუქციის მართვის პროცესის ეფექტური კოორდინაცია, პროდუქციის ვადების კონტროლი, დაბრუნების პროცესების მართვა და შესაბამის შიდა და გარე მხარეებთან თანამშრომლობა, საოპერაციო პროცესების ეფექტიანობისა და დანაკარგების შემცირების მიზნით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
- სააფთიაქო ქსელის მენეჯერებთან, ბრენდ მენეჯერებთან, კატეგორიის მენეჯერებთანა და არამედიკამენტების მიმართულების წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
- საკონტაქტო ინფორმაციის ბაზის განახლება და მართვა;
- საწყობთან ურთიერთობა და შიდა გადაზიდვების პროცესის კონტროლი;
- სატრანსპორტო სამსახურთან კოორდინაცია;
- მოკლევადიანი პროდუქციის შეგროვების პროცესის კონტროლი;
- პროდუქციის ვადების პროგრამული გასწორება/კორექტირება;
- ბრენდებისა და მომწოდებლების მიხედვით პროდუქციის დაბრუნების სტანდარტების შემუშავება, განახლება და დაინტერესებული მხარეებისთვის გაზიარება;
- პროდუქციის დაბრუნების პროცესის მონიტორინგი და კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- 1C სისტემასთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- სასურველია რუსული და ინგლისური ენის A1 დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების( 1C ERP პროგრამა და MS EXCEL) სრულყოფილი ფლობა.
- კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა; ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა, გაწონასწორებულობა
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
დამატებითი ინფორმაცია
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1566); 5 97 00 29 87
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10.07.2026 წელი.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/aDhEgrEnBM
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
