შემდეგი
დღეს - 23 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტარტი
სკოლამდელი განათლების პროგრამის მასწავლებლი/ pre-school
თბილისი, საბურთალო
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: schoololimp1@gmail.com
ტელეფონი: +995 593343131
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
სკოლამდელი განათლება - ინდუსტრია / სფერო: განათლება
სკოლამდელი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):მეცნიერება / განათლება
სკოლამდელი განათლება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):განათლება
სკოლამდელი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სკოლა „ოლიმპი“ აცხადებს ვაკანსიას სკოლამდელი განათლების პროგრამის (pre-school) მასწავლებლის პოზიციაზე.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 2.
„ოლიმპი“- მრავალწლიანი, სტაბილური გამოცდილების მქონე სკოლაა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პედაგოგებით და საუკეთესო განათლების მიღებასთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების სტილს აჩვევს ახალგაზრდებს.
სკოლა „ოლიმპის“ სკოლამდელი განათლების პროგრამის მიზანია, ბავშვების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა უსაფრთხო და პროგრესულ გარემოში, სადაც გათვალისწინებულია მათი ასაკობრივი თავისებურებები და ინტერესის სფეროები.
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 09:00-18:00 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკის რაიონი, ა. პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქია) ქ. #3
ფუნქციები და მოვალეობები:
- ბავშვების უსაფრთხოებასა და პიროვნული, სოციალური, შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარ-ჩვეების განვითარებაზე ზრუნვა;
- პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით და საგანმანათლებლო პროგრამაზე დაყრდნობით, ჯგუფის დღის განრიგის შემუშავება;
- სხვადასხვა გასართობი, შემეცნებითი და განმავითარებელი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება, პროცესში მონაწილეობა;
- ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, თვითმოვლის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება/განვითარება
- პოზიტიური და ეფექტური კომუნიკაცია აღსაზრდელის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენელთან და ოჯახის წევრებთან.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- კრეატიულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV/რეზიუმე გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე schoololimp1@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
„ოლიმპში“ მივესალმებით ყველას, ვისაც სიამოვნებას ანიჭებს ბავშვებთან ურთიერთობა, მათთან თამაში და საბავშვო თავგადასავლები.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სკოლა „ოლიმპმა“ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია,რომლის მიზანს წარმოადგენს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
გისურვებთ წარმატებებს!
მეცნიერება / განათლება
სკოლამდელი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები