დღეს - 18 ივლრედაქტირებულია - 19 ივნ
ვიპ CV
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო: ტექნიკა და ქსელები
კომპიუტერული ტექნიკა, კომპიუტერული ქსელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ტექნიკა და ქსელები
კომპიუტერული ტექნიკა, კომპიუტერული ქსელები - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
IT Tech არის მოწინავე IT ინტეგრატორი საქართველოში, რომელიც კომპანიებს სთავაზობს IT ინფრასტრუქტურას და წარმატებით ეხმარება ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიან დანერგვასა და განვითარებაში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდსhttps://ittech.ge/about-us/
შ.პ.ს "აითი თექ" აცხადებს ვაკანსიას Senior B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი N115გ.
კომპანია გთავაზობთ:
სამუშაო გრაფიკი - 09:00 – 18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
ანაზღაურება - შეთანხმებით;
ჯანმრთელობის დაზღვევა (6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ);
ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება, ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
- გაყიდვებისა და პროექტების განვითარების სტრატეგიის/ბიუჯეტის დაგეგმვა და კოორდინაცია;
- მიმდინარე პორტფელის მართვა;
- ბაზრის კვლევა და ანალიზი, ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისა და განვითარების მიმართულებების იდენტიფიცირება;
- კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა და სტრატეგიული თანამშრომლობების განვითარება;
- პროექტების ფარგლებში კომერციული მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზებების მომზადება და კონტრაქტების მართვა;
- სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობა;
- ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული რელევანტური დავალებების შესრულება;
- მენეჯმენტისთვის რეგულარული ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
- MS Office, 1C და Bitrix სისტემების ცოდნა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 8
