დღეს - 18 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
სტაჟიორი-რეკრუტერი
თბილისი, დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@hs.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: ნაწილობრივი განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული
კომპანია „ჰიგიენ სერვისი“ 2015 წელს დაარსდა და ის წარმოადგენს დასუფთავების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიას, რომლის საქმიანობის მთავარ სფეროს წარმოადგენს კომერციული და არაკომერციული შენობა-ნაგებობების დალაგება-დასუფთავება.
დასუფთავების კომპანია "ჰიგიენ სერვისი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას HR სამსახურში – რეკრუტერის პოზიციაზე (არასრული განაკვეთი).
ძირითადი მოვალეობა:
- ვაკანტური პოზიციისთვის შესაბამისად სამუშაო აღწერილობის მომზადება;
- რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა;
- კანდიდატების შერჩევისთვის ახალი არხების მოძიება;
- შერჩეული კანდიდატების, საჭიროების მიხედვით ობიექტებზე გადანაწილება;
- კანდიდატების რეზერვების მომზადება;
- სხვადასხვა პროფესიული დავალებების შესრულება;
- რეპორტინგის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 145
- სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი; 09:00 – 14:00
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
- ბენეფიტი: უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა + უფასო სასაუბრო დრო;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2026 წლის 20 ივლისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@hs.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება .გისურვებთ წარმატებას.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.
გისურვებთ წარმატებას!
ადამიანური რესურსები
რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება
ნახვები
უნიკალური ნახვები
