შემდეგი
19 ივნ - 19 ივლრედაქტირებულია - 19 ივნ
უმცროსი მზარეული
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, ხაშმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr.mtevino@mtevino.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
ცივი კერძები, ცხელი კერძები - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
ცივი კერძები, ცხელი კერძები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
სასტუმრო „მტევინო ჰორეკა“ მდებარეობს კახეთში, სოფელ ხაშმში და სტუმრებს სთავაზობს კომფორტულ გარემოს, კახურ სტუმართმოყვარეობასა და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი მიზანია თითოეულ სტუმარს შევუქმნათ სასიამოვნო გამოცდილება და უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტის სერვისი.
სასტუმრო „მტევინო ჰორეკა“ ეძებს მოტივირებულ უმცროს მზარეულს
თუ გიყვართ კულინარია, გაქვთ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება ან გსურთ ამ მიმართულებით განვითარება, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
სამუშაო ადგული: საგარეჯოს რ-ნი, სოფ. ხაშმი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე, 09:00სთ-დან 18:00სთ-მდე;
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- ბოსტნეულის, ხილის, ხორცისა და სხვა ნედლეულის პირველადი დამუშავება (გარეცხვა, გაფცქვნა, დაჭრა და სხვა);
- საკვების მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებისა და ნახევარფაბრიკატების მომზადება;
- საუზმის, სალათების, ცივი კერძებისა და მარტივი ცხელი კერძების მომზადება დადგენილი რეცეპტურებისა და სტანდარტების შესაბამისად;
- საკვების პორციონირებასა და გაცემისთვის მომზადებაში მონაწილეობა;
- პროდუქტების მიღების, დახარისხების, მარკირებისა და სათანადო პირობებში შენახვის უზრუნველყოფა;
- სამზარეულოში არსებული მარაგების კონტროლში მონაწილეობა და საჭირო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
- სამუშაო ადგილის, ინვენტარისა და სამზარეულოს აღჭურვილობის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
- ჰიგიენის, სანიტარული ნორმებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა;
- მზარეულისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- საკვების მომზადებისა და პროდუქტების პირველადი დამუშავების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- ჰიგიენის, სანიტარული ნორმებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა;
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვისა და სწრაფ ტემპში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სწავლისა და განვითარების სურვილი.
ჩვენ გთავაზობთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: Hr.mtevino@mtevino.ge ( გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ - უმცროსი მზარეული)
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: Hr.mtevino@mtevino.ge ( გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ - უმცროსი მზარეული)
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო / რესტორანი / კვება
ცივი კერძები,
ცხელი კერძები
ნახვები
უნიკალური ნახვები