დღეს - 19 ივლრედაქტირებულია - დღეს
ვიპ
Founder’s Associate / General Manager
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი, ბიზნეს პროცესები, ტექნიკური პროცესების მართვა, საოპერაციო მენეჯმენტი, პროექტების მენეჯმენტი, პროექტების კოორდინირება, ადმინისტრაციული ასისტირება
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: ნაწილობრივი განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ფრილანსი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: სამუშაო სახლიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული

სამედიცინო ტურიზმის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტარტაპი კლინიქსიქერი (www.clinicseeker.com) ეძებს Founder’s Associate / General Manager-ს, რომელიც უშუალოდ ითანამშრომლებს კომპანიის დამფუძნებელთან და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს კომპანიის საოპერაციო, ადმინისტრაციულ, გაყიდვებისა და ბიზნეს-განვითარების პროცესებში.


ეს პოზიცია იდეალურია ორგანიზებული, პროაქტიული და პასუხისმგებლიანი ადამიანისთვის, რომელსაც სურს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპზე ჩართულობა და საერთაშორისო გამოცდილების მიღება.

სამუშაო ფორმატი:

  • Freelance
  • ნახევარ განაკვეთზე
  • სრულად დისტანციური
  • 10–15 საათი კვირაში

ძირითადი მოვალეობები:
  • სტარტაპის მიმდინარე საქმიანობებში აქტიური მონაწილეობა;
  • მარკეტინგული აქტივობებისა და კამპანიების ზედამხედველობა;
  • გაყიდვების გუნდის / პაციენტების კოორდინატორების - მართვა და შესრულების მაჩვენებლების მონიტორინგი;
  • პარტნიორ კლინიკებთან კომუნიკაცია - სამედიცინო განათლება არ არის სავალდებულო;
  • ყოველდღიური ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების მართვა, ბიზნეს-პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია;
  • ახალი ბაზრებისა და ბიზნეს შესაძლებლობების კვლევაში მონაწილეობა;

მოთხოვნები:
  • რუსული ენის კარგი საკომუნიკაციო დონე - ვმუშაობთ ცენტრალური აზიის ბაზრებზე: უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • Excel-ის, საოფისე პროგრამებისა და AI ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა;
  • სტარტაპ გარემოში მუშაობისა და სწრაფად სწავლის სურვილი.
  • მედიცინის ან ჯანდაცვის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის აუცილებელი.

რას გთავაზობთ:
  • მოქნილ, ნახევარ განაკვეთზე და დისტანციურ სამუშაო ფორმატს;
  • უშუალოდ დამფუძნებელთან მუშაობის გამოცდილებას - London Business School-ის MBA-სთან, რომელსაც აქვს 15+ წლიანი გამოცდილება ინვესტიციების, უძრავი ქონების, კორპორატიული და სტარტაპ პროექტების მიმართულებით;
  • საერთაშორისო პროექტში ჩართულობას და გლობალურ ბაზრებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობას მოქნილი ფორმატით, კომპანიის წარმატების შემთხვევაში პოტენციური დამატებითი upside-ით;
  • სწრაფად მზარდი სტარტაპის განვითარების პროცესში მნიშვნელოვან როლს;

Clinicseeker ეხმარება პაციენტებს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის შესაფერისი და სანდო კლინიკების მოძიებაში. ამ ეტაპზე კომპანია ფოკუსირებულია ცენტრალური აზიის ბაზრებზე. სამომავლო გეგმა მოიცავს აღმოსავლეთ აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე შესვლას.

ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული ყოველთვიური თანხის ან ნამუშევარი საათების მიხედვით, კომპანიის შედეგებიდან გამომდინარე პოტენციური დამატებითი ბონუსით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და LinkedIn-ის ბმული info@clinicseeker.com-ზე. მეილის სათაურში (subject) მიუთითეთ ტექსტი: "Founder’s Associate / General Manager (Hr.ge)" და მოკლედ აგვიხსენით, რატომ ხართ დაინტერესებული ამ როლით.

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი,
ბიზნეს პროცესები,
ტექნიკური პროცესების მართვა,
საოპერაციო მენეჯმენტი,
პროექტების მენეჯმენტი,
პროექტების კოორდინირება,
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები