დღეს - 17 ივლ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
სესხის წარმოშობა და მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
სს "თიბისი“ აცხადებს ვაკანსიას: ანაზღაურებადი სტაჟირება განვადების მენეჯერის პოზიციაზე - ოზურგეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- ახლა იწყებ სამუშაო კარიერას;
- გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და დახმარების გაწევა;
- ხარ კომუნიკაბელური და განვითარებაზე ორიენტირებული;
- გინდა გამოსცადო თავი და განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 30 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა გაქვს
ჩვენ გთავაზობთ:
- საუკეთესო სამუშაო გარემოს, საუკეთესო გუნდთან და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;
- სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის მიღებაში;
- კონკურენტულ ფიქსირებულ ხელფასს, დამატებით ყოველთვიურ ბონუსს, გაყიდვების შედეგების შესაბამისად;
- მინიმუმ 6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობისას, გექნება პოზიციურად დაწინაურების შესაძლებლობა;
- დამატებითი სარგებლები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ბრენდ მაღაზია, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებითვის, ფონდი თიბისელები, თანამშრომელთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული (well-being) აქტივობები და სხვა მრავალი;
- შეძლებ დარეგისტრირდე შენთვის საინტერესო ტრენინგზე და განავითარო ახალი უნარები ნებისმიერი სფეროს მიმართულებით.
ადგილი, სადაც იმუშავებ:
- თიბისის პარტნიორ ობიექტებში.
- თუ ფიქრობ რომ უნდა გამოსცადო თავი საბანკო სექტორში, შეისწავლო შენთვის ახალი სფერო და განვითარდე, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/zpxRc
საბანკო
სესხის წარმოშობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

