18 ივნ - 17 ივლრედაქტირებულია - 18 ივნ
მონაცემთა ანალიტიკოსი
თბილისი, სხვა

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა მონაცემთა დამუშავება
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე ანალიზის განყოფილებაში, თბილისში.

მე, ლინდა გორგილაძე, ანალიზის განყოფილების ხელმძღვანელი, ვმუშაობ გორგიაში 2023 წლიდან, ვაცხადებ ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე, შერჩეულ კანდიდატს შევასწავლი 1C პროგრამის მოდულებს, გავაცნობ კომპანიის მონაცემთა ბაზების სტრუქტურასა და ცხრილებს. ვასწავლი პერიოდული რეპორტების აწყობა/განახლების პროცესს. დავეხმარები ტექნიკურ, ბიზნეს და ანალიტიკური უნარების განვითარებაში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ძირითადი მონაცემთა რეპორტების მომზადება (გაყიდვები და მოგებები პროდუქციის ჭრილში);
  • ABC ანალიტიკა;
  • ანალიტიკა - მოგება ფილიალების მიხედვით და სხვა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ფინანსები, ეკონომიკა);
  • Excel -ის მაღალ დონეზე ფლობა;
  • Power BI-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • განიხილება, როგორც დამწყები, ისე გამოცდილი კანდიდატები.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური უნარები;
  • ლოგიკური უნარები;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.


გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
მონაცემთა დამუშავება
ნახვები
უნიკალური ნახვები