18 ივნ - 17 ივლრედაქტირებულია - 18 ივნ
ტექნიკური პერსონალი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები ტექნიკური ოპერირება
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა რეკრეაციული ობიექტები და მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1520

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    წარმოება/ოპერაციები ტექნიკური ოპერირება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა რეკრეაციული ობიექტები და მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ აცხადებს ვაკანსიას მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში დამხმარე ტექნიკური პერსონალის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში) ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30 შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: 1,520 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)*
*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

ფუნქცია მოვალეობები:
  • ბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო და მცირე სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
  • სარწყავი სისტემების შეკეთებაში მხარდაჭერა ტექნიკური დავალების შესაბამისად;
  • სამშენებლო ან სარემონტო ნარჩენებისგან ტერიტორიის გაწმენდა და გასუფთავება;
  • შენობა-ნაგებობებში მცირე ტიპის ტექნიკური სამუშაოების შესრულება (კარის, ონკანის შეკეთება და სხვ.);
  • ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ტექნიკური მხარდაჭერა (ინვენტარის მიწოდება, სივრცის მოწყობა და დემონტაჟი);
  • სხვა ტექნიკურ ან სამეურნეო სამუშაოებში მონაწილეობა ხელმძღვანელის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია).

უნარები:
  • დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგელობის გრძობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.
შერჩევის მეთოდები:
  • სატელეფონო გასაუბრება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
წარმოება/ოპერაციები
ტექნიკური ოპერირება
ნახვები
უნიკალური ნახვები