18 ივნ - 17 ივლრედაქტირებულია - 18 ივნ
კოლექციის კურატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები ზედამხედველობა და მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა რეკრეაციული ობიექტები და მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1920

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი
  • ენები: ინგლისური
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ აცხადებს ვაკანსიას ცოცხალი კოლექციების განყოფილებაში კოლექციის კურატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში)
ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30
შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: 1,920 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)*
შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

სამუშაოს ზოგადი აღწერა
ფუნქციები:
  • ბონსაია კოლექციის კურირების, დაცვის, შენარჩუნების, და შევსება-განახლების სამუშაოების დაგეგმვა და წარმართვა;
  • კოლექციის სახეობრივი და ტაქსონომიური შემადგენლობის სისტემატიური აღრიცხვიანობის, დაცვისა და შენარჩუნების, შევსებისა და განახლების დაგეგმვა და უზრუნველყოფა;
  • მცენარეთა დაცვის ჯგუფთან კოორდინირებით ბონსაის კოლექციის მავნებლებისა და დაავადებების რეგულარული მონიტორინგსა და საველე კვლევებში და პროფილაქტიკურ თუ მავნებელ დაავადებათა კონტროლის ღონისძიებებში ჩართულობა;
  • ბონსაის კოლექციის მცენარეთა შესწავლა-შევსება და მათი კონსერვაცია;
  • ბოტანიკურ ბაღში ინტროდუქციის, საჩვენებელი, ბოტანიკური და საკონსერვაციო კოლექციების გამდიდრების მიზნით მცენარეთა სახეობების შერჩევის სამუშაოებში მონაწილეობა;
  • ბონსაის კოლექციის პერიოდული ინვენტარიზაცია, დოკუმენტირება, ეტიკეტირება და საინტერპრეტაციო მასალების მომზადება;
  • ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ პროგრამებში ჩართულობა, ამ პროექტებისათის კოლექციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი ბოტანიკის, ჰორტიკულტურის, აგრარული მეცნიერებების, ლანდშაფტის დიზანის მიმართულებით. შესაბამის სფეროში მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სარეკომენდაციო წერილი);
  • ბოტანიკისა და ჰორტიკულტურისა საბაზისო პრინციპების ცოდნა;
  • მცენარეთა კლასიკური და თანამედროვე სარკვევებისა და ონლაინ ბაზებისა და სპეცალური ლიტერატურის გამოყენების უნარ-ჩვევები;
  • ინგლისური ენის (B1-B2) დონეზე ცოდნა;
  • MS Office ცოდნა.

უნარები:
  • აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • პასუხისმგებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.

შერჩევის მეთოდები:
  • სატელეფონო გასაუბრება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.

გაყიდვები
ზედამხედველობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები