18 ივნ - 17 ივლრედაქტირებულია - 18 ივნ
მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში მძღოლი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი მსუბუქი ავტომობილის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა რეკრეაციული ობიექტები და მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1600

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ლოგისტიკა / ტრანსპორტი მსუბუქი ავტომობილის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა რეკრეაციული ობიექტები და მომსახურება
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
  • ენები: ქართული
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ აცხადებს ვაკანსიას მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში)
ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30
შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: 1,600 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)*
შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

ფუნქცია მოვალეობები:
  • სატრანსპორტო საშუალებების მართვა;
  • მასზე მინდობილი სატრანსპორტო საშუალების მოვლის/ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
  • მანქანის ტექნიკური მონიტორინგი და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • მასზე მინდობილი სატრასპორტო საშუალების შიდა და გარე სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • საწვავის წვის მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში ექსპედიციებში მონაწილეობის მიღება;
  • ბაღის ტერიტორიაზე ვიზიტორთა გადაადგილების უზრუნველყოფა ელექტრომობილების საშუალებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საგზაო მოძრაობის და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
  • უპირატესობად ჩაითვლება D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

უნარები:
  • პუნქტუალურობა;
  • დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძანობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.

შერჩევის მეთოდები:
სატელეფონო გასაუბრება;
ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.


გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მსუბუქი ავტომობილის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები