17 ივნ - 16 ივლრედაქტირებულია - 17 ივნ
მიკროავტობუსის მძღოლი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი მიკრო ავტობუსის/ავტობუსის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული სამოქალაქო და სოციალური ორგანიზაცია სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საოჯახო და სოციალური დახმარების სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
  • მართვის მოწმობა: D კატეგორია
ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველო“ დღის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მიკროავტობუსის მძღოლის პოზიციაზე.
„პირველი ნაბიჯი საქართველო“ ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.

ძირითადი მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობა (D კატეგორია).
  • პუნქტუალობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • კანდიდატმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გასაუბრების ეტაპზე მოუწევს ჯანმრთელობის, ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის ცნობების წარმოდგენა.

ძირითადი მოვალეობები:
  • წინასწარ დაგეგმილი მარშუტით დილის 10 საათზე ბენეფიციართა ცენტრში მოყვანა და 16 საათზე ბენეფიცართა ცენტრიდან წაყვანა (ტრანსპორტში იმყოფება მორიგე მშობელიც)
  • გასვლითი გაკვეთილებისა და ექსკურსიების დროს ბენეფიციართა და მასწავლებელთა ტრანსპორტირება წინასწარ შედგენილი მარშუტით
  • კვირაში ორჯერ შეკვეთილი სასურსათო პროდუქტების ერთ-ერთი ობიექტიდან ცენტრში მოტანა
  • ცენტრისათვის საჭირო ინვენტარის შეძენისა და სხვა ადმინისტრაციული საქმიანობის დროს ტრანსპორტით მომსახურება (იშვიათად)
  • პედაგოგების დახმარება ბენეფიციართ ტრანპორტში აყვანა-ჩამოყვანის დროს
  • მანქანის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება და გამართულობის მეთვალყურეობა
  • საჭიროების შემთხვევში ცენტრის ადმინისტრაციის დროული ინფორმირება მანქანის გაუმართაობის შესახებ

სამუშაო დატვირთვა: სამუშაო დღეები (შაბათ–კვირის გარდა). დასვენება ოფიციალური დასვენების დღეებსა და აგვისტოს თვეში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com 14 ივლისის ჩათვლით; გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია სათაურის განყოფილებაში.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მიკრო ავტობუსის/ავტობუსის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები