დღეს - 16 ივლ
სტანდარტი
კონტაქტ ცენტრის სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: careers@immobiliare.group
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი - ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება
უძრავი ქონება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი, სხვა, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური,რუსული
DMG Group მრავალპროფილური საინვესტიციო ჰოლდინგია, რომელიც ოპერირებს ისეთ სტრატეგიულ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ჰოსფითალითი და აგრონომია. ჯგუფის საქმიანობა ეფუძნება ინოვაციურ განვითარებას, გრძელვადიან სტრატეგიულ ზრდასა და იმ ბიზნესების ხელშეწყობას, რომლებიც საკუთარ სფეროში წამყვან პოზიციებს იკავებენ. კომპანიის მიზანია ძლიერი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული პლატფორმის შექმნა პროფესიონალებისთვის, რომლებიც ეძებენ კარიერულ წინსვლასა და ხარისხიან სამუშაო გარემოს.
იმობილიარე, როგორც ჯგუფის შვილობილი კომპანია, ქმნის პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. კომპანიის ხედვა აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და მშენებლობის უმაღლეს სტანდარტებს, რომლებიც ფუნქციური და ღირებულებით მდიდარი სივრცეების შექმნას ემსახურება. პროექტებზე მუშაობენ ადგილობრივი და საერთაშორისო დონის პროფესიონალები, მათ შორის მსოფლიოში აღიარებული არქიტექტორი პაბლო ბოფილი.
იმობილიარე აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების მიღება და მართვა;
- საჭიროების შემთხვევაში შემოსული ზარების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან/პასუხისმგებელ პირებთან გადამისამართება;
- დაინტერესებული პირებისთვის საწყისი, ზუსტი ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება სატელეფონო ან/და სოციალური არხების მეშვეობით;
- მიღებული ინფორმაციის ასახვა CRM პროგრამაში;
- საჭიროების შემთხვევაში CRM სისტემაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება- Bitrix24);
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განაწილების უნარი;
- ორგანიზებულობა, პროფესიონალიზმი და გუნდთან თანამშრომლობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტული ანაზღაურება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- მონაწილეობა მაღალი სტანდარტის, უნიკალურ დეველოპერულ პროექტებში;
- თანამედროვე სამუშაო გარემო და პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობა.
თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: careers@immobiliare.group, 17 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "დიემჯი დეველოპმენტის" მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ უარი თქვათ მონაცემების შემდგომ დამუშავებაზე და მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ელ-ფოსტაზე careers@immobiliare.group. თქვენი უარის შემთხვევაში, მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე სამომავლო ვაკანსიებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, თქვენი მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი
ნახვები
უნიკალური ნახვები
