დღეს - 01 ივლ
სახანძრო და საგანგაშო სისტემების ასისტენტი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება სახანძრო უსაფრთხოების მენეჯმენტი საზოგადოებრივი უსაფრთხოება, თავდაცვა და საგანგებო სიტუაციები სამაშველო ოპერაციები
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი, სხვა, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სახანძრო და საგანგაშო სისტემების ასისტენტი,

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

პოზიციის მიზანია:
პოზიციის მიზანია კრედო ბანკის საგანგაშო და სახანძრო უსაფრთხების სისტემების გამართულად მუშაობის პროცეში აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა.

ზოგადი პასუხისმგებლობები:
  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწერება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით
  • დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
  • სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;

სპეციფიური პასუხისმგებლობები:
  • ოფისებში არსებული საგანგაშო და სახანძრო სისტემების გამართულად მუშაობის მხარდაჭერა;
  • ოფისებში არსებული საგანგაშო და სახანძრო სისტემების პერიოდულ შემოწმებასა და ტესტირებაში მონაწილეობა;
  • საგანგაშო სისტემების, პანელების, კვების წყაროების, კვამლისა და სახანძრო დეტექტორების მონტაჟისა და დემონტაჟის პროცესში მხარდაჭერა;
  • ოფისებში არსებული ავარიული (მანათობელი) ნიშნების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • სავარიო განათებების შემოწმება და ტესტირება, საჭიროებების განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • ახალ ოფისებში საგანგაშო და სახანძრო სისტემების მონტაჟის პროცესში მონაწილეობა;
  • ძველ ოფისებში არსებული სახანძრო და მასთან დაკავშირებული სისტემების დემონტაჟის პროცესში მონაწილეობა;
  • შესრულებული სამუშაოების, ჩატარებული შემოწმებებისა და გამოვლენილი ხარვეზების აღრიცხვა და ანგარიშგება;
  • შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და წესების დაცვა;
  • საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების ცოდნა და გამოყენება.

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
  • სრული ან არასრული პროფესიული ან ტექნიკური განათლება ელექტრონიკის, ელექტროინჟინერიის ან ავტომატიკის მიმართულებით;
  • სასურველია ტექნიკური ინსტრუმენტებისა და ტესტირების მოწყობილობების გამოყენების გამოცდილება.

უნარები:
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • სწრაფი რეაგირების უნარი;
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 1 ივლისი , 2026 წელი

ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
სახანძრო უსაფრთხოების მენეჯმენტი
საზოგადოებრივი უსაფრთხოება, თავდაცვა და საგანგებო სიტუაციები
სამაშველო ოპერაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები