ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბაზრის კვლევა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული
სს „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელთა გამოცდილების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მკვლევარი - სატელეფონო ინტერვიუერის თანამდებობაზე თბილისში.
საქართველოს ბანკში, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა, რომ ჩვენ ვპოულობთ ადამიანებთან შეხების წერტილებს, ვითვალისწინებთ სხვადასხვა სეგმენტების განვითარების ეტაპებს და ვქმნით ინსტრუმენტებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც ემსახურება სურვილებისა და საჭიროებების სრულყოფას.
მომხმარებელთა გამოცდილების მართვის დეპარტამენტი ზრუნავს, რომ თითოეული მომხმარებლის სურვილი მაქსიმალურად გათვალისიწნებული იქნას, პროცესებს ვცვლით და ვარგებთ მომხმარებლების საჭიროებებს.
ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა და ამისთვის არ ვჩერდებით.
პოზიციის მიზანია: მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება და მათი კმაყოფილების კვლევა შესაბამისი კითხვარების საშუალებით.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 11:00-15:00 ან 15:00-19:00;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სატელეფონო კომუნიკაცია მომხმარებელთან;
- კომუნიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამულად;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი ან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი;
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
- კეთილგანწყობა;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდურობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს : https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/mkvlevari-satelepono-interviueri-tbilisi-nbOfT2?source=Hr.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 1 ივლისი , 2026.

