დღეს - 15 ივლ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
TOP მენეჯმენტი, ადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 8 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი
- ენები: ქართული
ცურ-ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ჰოლდინგის გენერალური დირექტორის აღმასრულებელი ასისტენტი,
“TSUR GROUP” არის ქარულ-ებრაული ჰოლდინგი, რომელიც 2019 წლიდან წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს ამიერკავკასიაში და რეგიონალური მასშტაბით ისეთ სტანდარტს ნერგავს, რომელიც მომხმარებელთა ქცევას უკეთესობისკენ ცვლის.
ჰოლდინგი აერთიანებს, თავის სფეროში მოწინავე ინოვაციურ კომპანიებს, როგორიცაა კომპანია „არომაკო'', „ნამი 8", „ზიონი“, „მასორი“, „ბიზნეს ლაბორატორია და სხვა. ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/
ჩვენ გთავაზობთ:
- აქტიურ/დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
- ზრდის და განვითარების მაღალ შესაძლებლობას;
- თანამედროვე სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სპეციალურ ფასდაკლებას Tsur Group-ში შემავალი კომპანიების პროდუქტებზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის #13
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00-18:00 სთ
როლის აღწერა: აღმასრულებელი ასისტენტის ფუნქცია გულისხმობს ჰოლდინგის გენერალური დირექტორის საქმიანობის მაღალპროფესიულ სტრატეგიულ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას. კანდიდატი პასუხისმგებელია CEO-ს სამუშაო ნაკადების ოპტიმიზაციაზე, კრიტიკული ინფორმაციის ფილტრაციასა და ინტერესთა ჯგუფებთან (Stakeholders) ეფექტურ კომუნიკაციაზე. პოზიცია მოითხოვს ანალიტიკურ აზროვნებას, განსაკუთრებულ პუნქტუალურობასა და ეთიკის უმაღლესი სტანდარტების დაცვას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
- სტრატეგიული კალენდრის მართვა: CEO-ს სამუშაო განრიგის ფორმირება, პრიორიტეტების განსაზღვრა და დროის რესურსის მაქსიმალური ოპტიმიზაცია;
- კომუნიკაციების მართვა: მაღალი დონის კორესპონდენციის წარმოება, ოფიციალური დოკუმენტაციის მომზადება და კომუნიკაციის არხების ფილტრაცია;
- ინტერესტა ჯგუფების (Stakeholder) მართვა: შიდა და გარე ინტერესთა ჯგუფებთან, პარტნიორებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან პროფესიული კავშირების კოორდინაცია;
- ანალიტიკური მხარდაჭერა: საჭირო ინფორმაციის მოძიება, სინთეზი და რეპორტების მომზადება გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშესაწყობად;
- შეხვედრების ორგანიზება: "ბორდისა" და მენეჯმენტის შეხვედრების სრული პროტოკოლური უზრუნველყოფა, დღის წესრიგის მომზადება და შესრულების მონიტორინგი (Follow-up);
- პროექტების ადმინისტრირება: CEO-ს უშუალო ზედამხედველობის ქვეშ არსებული სპეციალური პროექტების მიმდინარეობის კონტროლი;
- კონფიდენციალურობა: სენსიტიურ ინფორმაციასთან მუშაობა და ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრი დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის ან ეკონომიკის მიმართულებით);
- მინიმუმ 8 წლის სამუშაო გამოცდილება, საიდანაც მინიმუმ 3 წელი უნდა იყოს საშუალო რგოლის მენეჯმენტის პოზიციაზე, ან აღმასრულებელი რგოლის მხარდაჭერის პოზიციაზე (Executive-level support);
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი, აკადემიური ფლობა (წერითი და ვერბალური); რუსული ენის ფლობა განიხილება უპირატესობად;
- ბიზნეს-პროტოკოლის და ეტიკეტის საფუძვლიანი ცოდნა;
- სტრესულ გარემოში მუშაობისა და კომპლექსური ამოცანების პრიორიტეტიზაციის უნარი;
- MS Office პაკეტის (განსაკუთრებით Excel, PowerPoint, Outlook) მაღალ პროფესიულ დონეზე ფლობა.
განაცხადის წარდგენის წესი: თუ ეს ვაკანსია თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ, ნუ დააყოვნებთ გამოხმაურებას, რადგან კანდიდატების განხილვა დაიწყება აპლიკაციების მიღებისთანავე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/pr6w3pvb
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
TOP მენეჯმენტი,
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
