დღეს - 15 ივლ
სტანდარტი
საბაჟო დეკლარანტი
თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@connect.com.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საბაჟო ოპერაციები/დეკლარირებები, იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები
ნავთობი და ენერგეტიკა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 3500 - 4000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საბაჟო ოპერაციები/დეკლარირებები, იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები
ნავთობი და ენერგეტიკა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
ნავთობკომპანია „ქონექთი“ (Connect) 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ფლობს 140-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს და 2025 წლიდან საკუთარი ნავთობტერმინალით ახორციელებს საქმიანობას, რაც იმპორტისა და დისტრიბუციის სრული ციკლის მართვის შესაძლებლობას გვაძლევს.
ვეძებთ საბაჟო დეკლარანტს, რომელიც ჩართული იქნება საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დამუშავებაში, სისწორის შემოწმებასა და დეკლარირების პროცესების მხარდაჭერაში.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი;
- 10:00 – 18:00 სთ;
- ანაზღაურება: 3500-4000 ლარი (NET).
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა #8.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საბაჟო დოკუმენტაციის დამუშავება და სისწორის შემოწმება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- თანმდევი დოკუმენტაციის კონტროლი და გადამოწმება (ინვოისები, სერთიფიკატები და სხვა);
- საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული ოპერაციული პროცესების კოორდინაცია;
- კომუნიკაცია საბაჟო ორგანოებთან შესაბამისი სპეციალისტის მითითებების საფუძველზე;
- საბაჟო ოპერაციების ხელმძღვანელის მხარდაჭერა ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ლოგისტიკის, საერთაშორისო ვაჭრობის ან მონათესავე მიმართულებით;
- საბაჟო დეკლარირების, საბაჟო ოპერაციების ან ლოგისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ASYCUDA-ს სისტემაში მუშაობის ცოდნა;
- საქართველოს საბაჟო კანონმდებლობისა და საბაჟო პროცედურების კარგი ცოდნა;
- საბაჟო დეკლარაციების, სატრანსპორტო და თანმდევი დოკუმენტაციის (ინვოისი, CMR, შეფუთვის ფურცელი, წარმოშობის სერტიფიკატი და სხვა) დამუშავების გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
- აუცილებელია მართვის მოწმობის ქონა;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე
შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
წარმატებებს გისურვებთ !
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საბაჟო ოპერაციები/დეკლარირებები,
იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
