15 ივნ - 06 ივლ
ლოჯისტიკი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი საკურიერო მომსახურება, მსუბუქი ავტომობილის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
  • საკუთარი ტრანსპორტი:კი მსუბუქი ავტომობილი)
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ლოჯისტიკი,

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: ლოჯისტიკი
სამუშაო ადგილი: თბილისი

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.

საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

პოზიციის მიზანი
ლოჯისტიკის პოზიციის მიზანია თანამშრომელთა გადაადგილებაში დახმარება, საკურიერო მომსახურება კომპანიაში დანერგილი პროცედურის მიხედვით.

ზოგადი პასუხისმგებლობები
  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწერება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
  • სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;

სპეციფიური პასუხისმგებლობები
  • არსებული შიდა წესის დაცვით საკურიერო საქმიანობის შესრულება
  • დასარიგებელი დოკუმენტაციის დანიშნულების ადგილზე მიტანის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომელთა ტრანსპროტირება სამუშაო საქმიანობების შესასრულებლად;
  • შიდა გადაადგილების რეესტრის წარმოება;
  • ფილილალებში არსებული კომპანიის ავტომობილის მოვლა;
  • წინასწარ შეთანხმებულ საქმიანობის საფუძველზე დღის განრიგის გაწერა;
  • უშუალო ხელმძღვნელთან ორგანიზაციაში მოსვლისა და გასვლის დროის აღრიცხვა/შეთანხმება;
  • მოთხოვნის საფუძველზე, საოფისე ინვენტარის შეძენა;
  • ავტომობილის მუდმივად სუფთა და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
  • ავტომობილის მართვის უსაფრთხოების ყველა წესის დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში სერვისცენტრის მხარდაჭერა, მცირე რეკონსტრუციისთვის ხელოსნის მოძიება ლოკალურად,რომელიც შეცვლის ნათურას, კარის სახელურს , ონკანს და ა.შ.
  • სამუშაო საათებში მოწესრიგებულ მდგომარეობაში ყოფნა, სამუშაო გარემოსთვის შესაბამისი დრესს კოდის დაცვა (დასაშვებია ჯინსები, მაგრამ არა სპორტული ჩაცმულობა);
  • უშულო ზედამხედველის მოთხოვნის შემთხვევაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება.

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის ყოლა;
  • პუნქტუალურობა;
  • ყურადღებიანობა
  • პასუხიმგებლობიანი;
  • სამუშაოს დაგეგმვის უნარი
  • დროის მართვის უნარი;
  • პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში);
  • სტრესის მართვის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ სააფლიკაციო ფორმა.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 6 ივლისი, 2026 წელი

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
#გახდიკრედოელი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საკურიერო მომსახურება,
მსუბუქი ავტომობილის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები