15 ივნ - 14 ივლ
სტაჟირება - საწყობის აღრიცხვის ოპერატორი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სატრანსპორტო საშუალებები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: სტაჟირება
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილების გარეშე - კანდიდატს არ უნდა ქონდეს გამოცდილება
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:


„ამბოლი“ აცხადებს სტაჟირებას საწყობის აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში კანდიდატები გაივლიან პრაქტიკულ გადამზადებასა და ტრენინგებს. წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები დასაქმდებიან კომპანიაში ვაკანტური პოზიციების შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, რომ სტაჟირების საწყისი ეტაპი განხორციელდება განსაზღვრულ ფილიალში, ხოლო შემდგომში დასაქმება მოხდება კომპანიის სხვადასხვა ფილიალში არსებული საჭიროებიდან გამომდინარე.

სამუშაო საათები: 10:00 - 19:00.

ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობში მიღებული პროდუქციის დალაგება და დასაწყობება ზედამხედველის მეთვალყურეობის ქვეშ;
  • მიღებული პროდუქციის და შეკვეთების პროგრამულად აღრიცხვაში ჩართულობა;
  • შემოსული შეკვეთების აღრიცხვა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
  • დანაკლისი და ზედმეტი პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
  • წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა ხელმძღვანელთან ერთად.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
  • სასუვრელია საოფისე პროგრამებში მომხმარებლის დონეზე მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:
  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები