დღეს - 14 ივლ
ვიპ
დაბრუნებული პროდუქციის საწყობის სუპერვაიზერი
თბილისი, ორხევი, ჩანტლაძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@pepsi.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500(+ ბონუსი)
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ტრანსპორტირების უზრუნველყოფა,კორპორატიული მობილური პაკეტი,ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
სს „იბერია რეფრეშმენტსი“, „PepsiCo“-ს ოფიციალური ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას დაბრუნებული პროდუქციის საწყობის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, ჩანტლაძის ქ. №49 (ტრანსპორტირებას ისნის მეტროდან ვუზრუნველყოფთ).
კომპანიის შესახებ:
სს „იბერია რეფრეშმენტსი“ წარმოადგენს „PepsiCo“-ს ოფიციალურ ბოთლერს საქართველოში და ფლობს ექსკლუზიურ უფლებას აწარმოოს და განახორციელოს უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების დისტრიბუცია (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina).
კომპანია ასევე აწარმოებს „Max Power“-ის ენერგეტიკულ სასმელებსა და ქართულ ლიმონათებს (Iberia) და უზრუნველყოფს მათ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.
სს „იბერია რეფრეშმენტსი“ ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად წარმოადგენს საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფ „Revery Group“-ის წევრს. კომპანიაში დასაქმებულია 400-მდე თანამშრომელი ქვეყნის მასშტაბით.
ძირითადი მოვალეობები:
- დაბრუნებული პროდუქციის მიღებისა და აღრიცხვის პროცესის კონტროლი;
- პროდუქციის რაოდენობრივი და ვიზუალური შემოწმება;
- დაბრუნებული პროდუქციის დახარისხების პროცესის ორგანიზება;
- 1C სისტემაში მონაცემების დროული ასახვა და კონტროლი;
- დაბრუნების ზონაში დასაქმებული თანამშრომლების მუშაობის კოორდინაცია და კონტროლი;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და სასაწყობო ნაშთების კონტროლი;
- პერიოდული ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:
- საწყობის ან ლოგისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საწყობის მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- MS Excel-ის ცოდნა;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნება;
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებული ანაზღაურება - 1500 ლარი + ცვლადი ბონუსი ( თვეში მაქსიმუმ 1800 ლარი, ფიქსირებულს + ცვლადი დანამატი);
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა;
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
- კორპორატიული SIM ბარათი;
- ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი;
აპლიკაციის შემოტანის პროცედურები: ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. ელფოსტის სათაურში („subject“-ში) აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება – „ დაბრუნებული პროდუქციის საწყობის სუპერვაიზერი “ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 15/07/2026 წ.
კომპანია “ იბერია რეფრეშმენტსში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები
